"მორიგი "ბრალდება" გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან -"მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!"

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

"მორიგი ,,ბრალდება" გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან. ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი რამესაც გეტყვით სერიიდან - "მაშინ ხმას რატომ არ იღებდი?" და მერე გავაგრძელებ მთავარს - წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ცხადია, იყო სასჯელაღსრულებით სისტემაში პატიმრებისადმი საშინელი მოპყრობა, განსაკუთრებით ზოგიერთ ციხეში. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ გვიან შეიტყო, ე.წ. ,,ცოცხების" სკანდალის დროს და დამიდასტურებენ ალბათ სხვები, მე ვიყავი იშვიათი საჯარო მოხელე, რომელმაც ღიად დაგმო ეს ამბავი და ნებისმიერი დამნაშავის დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა. ძნელია ჩემთვის რაღაცების ,,წამოძახება", შეცდომის მეტი რა დამიშვია, მაგრამ იმ ჟანრში, თქვენ რომ ეძებთ, ვერ იპოვით და ტყუილად ირჯებით.

რაც შეეხება ციხეში მასწავლებლობის დაწყების ამბავს, ჩემი ხელით რომ ჩავაწერინე მეგობარს ვიკიპედიაში და იქ იპოვეს, როგორც დიდი საიდუმლო, ამგვარია და ცოტა ნოველას ჰგავს. მაშინ სტუდენტი ვიყავი, ბინის ქირის გადახდა არ შემეძლო და სასულიერო აკადემიის საცხოვრებელში ვათევდი ღამეს ჩემს მამიდაშვილთან, მამა დავითთან. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ლიტერატურული გაზეთი გამოგვეცა და დავიწყეთ იმ ხალხის ძებნა, ვინც ცოტა ფულს მოგვცემდა ამ ხარჯისთვის. მთავარ მაძიებლად მე დავინიშნე, დიდი ვნება მქონდა და არნახული თავგადასავლები გადამხდა - ძირითადად ხელმოცარვით და მარცხებით. აი, ეს კი, რასაც გიყვებით, გამარჯვების ისტორიაა. მოკლედ ბევრი ძებნის შემდეგ, მოწყენილი რომ ვიჯექი მღვდლებსა და მომავალ მღვდლებს შორის გასაშლელ ლოგინზე, მამა დავითმა, იგივე გელამ, მითხრა; მოდი, შორენასთან მიდი ჩემი სახელით და ეგებ ცოტა წაგეხმაროსო ამ ამბავში. გულისხმობდა პატრიარქის სამდივნოს უფროსს, შორენა თეთრუაშვილს. ავდექი და წავედი, ჭკუა დამიშლიდა თუ ხასიათი? მოსაცდელში მცირე რიგი იყო, ჩემს წინ ორი ქალი იჯდა, ერთი მათგან, ნატო შავლაყაძე, გამესაუბრა და გურიასთან გამოვძებნეთ კავშირი. ამ ლაპარაკში მისი მოსვლის მიზეზიც მითხრა - რუსთავის ციხეში პროექტს ვიწყებთ, პატიმრებს ქართულ ლიტერატურაზე პატარა გაკვეთილები უნდა ჩავუტაროთ და ერთი მათგან ქალბატონი შორენას თანაშემწეა, რეზო შარაბიძე (ახლაც იქ მუშაობს, საპატრიარქოში) და მეორეს ვეძებთ, ცხადია, ბიჭი უნდა იყოს, ფილოლოგი და არც ციხეში შესვლის უნდა ეშინოდესო. წინა მთელი წელი სამსახურს ვეძებდი და აგერ უცებ - ბიჭი, ფილოლოგი, ციხეში შესვლის დიდად არმოშიში ჩემი მძებნელის წინაშე ვიჯექი და მეტი სასწაული რაღა გინდათ? ვიყვირე, კაცო, სად ეძებთ, აგერ ვარ, ლიტერატურაც ვიცი, ლექსებსაც ვწერ და ლაპარაკიც მეხერხება ცოტა-მეთქი! ქალბატონ შორენასთან აღარც შევსულვარ და ასე დავიწყეთ მე და რეზომ გაკვეთილების ჩატარება რუსთავის ციხეში. მერე სხვა სამი მეგობარიც დაგვემატა. მივყვებოდით რუსთავის მიკროავტობუსს და შემდეგ ფეხით სამ კილომეტრს გავივლიდით გარდაბნისკენ ციხემდე, რომ გვენახა ჩვენი ახალი მეგობრები. ლიტერატურის სწავლის მსურველები გადმოდიოდნენ ადმინისტრაციულ კორპუსში და იქ ვმართავდით მსჯელობას. საოცარი გამოცდილება იყო და გაგრძელდა რამდენიმე წელი ვიდრე აგვისტოს ომამდე. დღესაც ყურში ჩამესმის ბადრაგის ხმა, გაკვეთილზე რომ უხმობდა მაგალითად ერთ-ერთ ,,მოსწავლეს": ,,ქურდაძე გიგლა, გამოცხადდეს ადმინისტრაციულ კორპუსთან!" არავის მოუყოლია ჩვენთვის იქაურ მძიმე ბედზე, ან გვიმალავდნენ ან კონკრეტულად ის ზონა იყო მსუბუქი. არ ვიცი. ყველა მათგანთან დღემდე ვმეგობრობ - გიგლასთან, იკოსთან, პაპასთან, ლენონასთან, რა ვიცი - ბევრთან. გაზეთიც მაშინდელი ხელფასის ფულით გამოვეცით, რომელიც მერე ელექტრონულ ბიბლიოთეკა LIB.GE ედ იქცა.

ჰოდა, არ ვარ მე იოლი ბიოგრაფიის მქონე კაცი, მეგობრებო, რაც გასავლელი და არაგასავლელი იყო, ყველაფერი შემემთხვა და გადავლახე. გამახსენეთ ხოლმე ჩემი ცხოვრების საოცარი ამბები, თუნდაც თქვენეული ინტერპრეტაციით და მე სიმართლეს მოვუყვები ხალხს. და ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ბინძურ ომს",- წერს,  გიორგი კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"დანით შემოვარდა და ალკოჰოლს ითხოვდა" - ყაჩაღობა ვანში  

🔵მუხიანში, პენსიონერი, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს - მკვლელობის რა მოტივები სახელდება მიზეზად? 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714237741

ახალი ამბები

„ევროპარლამენტმა „ენჯეოების“ წერილის საფუძველზე 2016 წელს მთავრობას რეკომენდაცია მისცა, პატრიარქისთვის საჯაროდ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება შეეზღუდა“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონი...

ალექსანდრე გალდავა

1714235283

ახალი ამბები

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სულამანიძე ფინალურ ორთაბრძოლაში ინდივიდუალური ათლეტის სახელით მოასპარეზ...

ილია სულამანიძე

1714235040

სოციალური მედია

„გთხოვთ, დამეხმაროთ 2 გოგოს პოვნაში, რომლებიც წელს ამთავრებენ სკოლას და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის“ - ელისო ყეინიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელისო ყეინიშვილი სტატუსს აქვეყნებს და ეძეს 2 გოგოს, რომლებიც სკოლას წელს ამთავრებენ და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის.  „ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, დამ...

 ელისო ყეინიშვილი

1714230963

ახალი ამბები

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექაურმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა და საქართველო...

ძიუდოისტი ლაშა ბექაური

1714226420

სოციალური მედია

ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტელეწამყვანს მამა გარდაეცვალა.  „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებ...

ნანიკო ხაზარაძე