"მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება... ყველა ტალახი იყო გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი" - რას წერს გიორგი კეკელიძე?

"მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება... ყველა ტალახი იყო გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი" - ამის შესახებ, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

"დილა მშვიდობისა. დღეს ორშაბათია. ამ ორი კვირის მანძილზე, მე მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება, დაგეგმილი და მოულოდნელი, სრულიად სხვადასხვა წრიდან. ყველა ტალახი იყო უსაბუთო და გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი და  სულ მცირე - კვლავ თვეობით გაუქმებულიყო ჩემი ცხოვრება.

ცხადად ვხედავდი, როგორ იოლად გადავიქეცი ზოგი ჯგუფისთვის და მედიისთვის, მხოლოდ სწორი სიტყვებისა და საქმის გამო, ორ კვირაში, მისაბაძი ქართველიდან უმსგავსოდ და ყველაფრის ჩამდენად. როგორ ჩაიგუბეს პირში წყალი ვიწრო შიშების გამო მეგობრებმა და როგორ მიცავდნენ სრულიად უცხო ადამიანები.

 ვიდექი მტკიცედ და მგონი რომ ღირსეულად. ვცემდი პასუხებს, ხან მცირე ირონიით, ხან ვრცლად და სერიოზულად, ხან ღელვით  -  არ გამილანძღავს არავინ და თითიც არავისკენ გამიშვერია. თუმცა ესეც ითქვას - ამ ნიაღვრის საპირწონედ იყო გაცილებით დიდი და სუფთა მდინარე - ათიათასობით ადამიანის ყოველდღიური წერილი,  საოცარი მხარდაჭერითა და სიყვარულით სავსე, მათიც - ვისგანაც საერთოდ არ ან უკანასკნელად ველოდი.  

 მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი. გაივლის დრო და ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ყველაფერი იკადრა, ნელ-ნელა ისევ დაბრუნდება ჩემთან, ზოგი ბოდიშით, ზოგი არშემჩნევით და არც მე შევიმჩნევ - ისევ გავუწვდი ხელს და ღიმილიანი დუმილით ვეტყვი, რომ ადამიანად ყოფნის უპირატესობა,  ფერისცვალების უნარს ეფუძნება. რომ მე და თქვენ შეგვიძლია გადავლახოთ წარსული, გავუმჯობესდეთ და ვაპატიოთ ერთმანეთს - რომ მე ამისთვის მზად ვარ.

მანამდე კი საქმეებს შევუდგები. ადვილია? - არა. მაგრამ თქვენგან ნაჩუქარი ძალა და სურვილები შემაძლებინებს. ეს დღეები მართლა შესაძლებლობის ზღვარზე ვიარე და ყველას ბოდიში, თუკი უნებლიედ რამე ვაწყენინე და ყველას მადლობა, ვინც ერთი მართალი სიტყვა გაიმეტა ჩემთვის" - წერს გიორგი კეკელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა

1713964104

საზოგადოება

„გათიშული ჰყავთ...“ - როგორია გიორგი ყიფშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მამას ზურა ყიფშიძეს 1 წელია, რაც არ ელაპარაკება. ასევე, როგორც გიორგის სოციალური ქსელიდან არის ცნობილი იგი სამკურნალოდ იმ...

გიორგი ყიფშიძე

1713961679

საინტერესო ამბები

როგორ უნდა განდევნოთ სახლიდან ბოროტი სული? - მამა საბა ჭიკაიძე მრევლის შეკითხვას პასუხობს

მამა საბა ჭიკაიძე სოციალურ ქსელში ხშირად მრევლის შეკითხვებს ვიდეომიმართვაში პასუხობს. ამჯერად სასულიერო პირი განმარტებებს აკეთებს მრევლის შემდეგ შეკითხვაზე: არსებობს თუ არა „დამავოი“ (სული), რომელიც ნ...

მამა საბა ჭიკაიძე

1713960986

ახალი ამბები

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ!“ - მამუკა მდინარაძე

„ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის...

მამუკა მდინარაძე