"ნაძირლობაც აღარ ჰქვია ამას, რაც მან ილაპარაკა, მეგრული სეპარატიზმი საერთოდ რა სახსენებელია აქ?! ენა კვდება და მისახედია!" - გიგა ქავთარაძე ნიკა გვარამიას მიმართავს
სოციალურ ქსელში ფეისბუკმომხმარებელი გიგა ქავთარაძე ნიკა გვარამიას მიმართვას ეხმიანება პრეზიდენტის ინიციატივაზე, მეგრული და სვანური ენების სკოლაში სურვილის შემთხვევაში სწავლების შესახებ და წერს:
"ის, რაც ნიკა გვარამიამ იბოდიალა (ამას სხვა რამე არ ჰქვია) ახლა პირდაპირ ეთერში, არის ძალიან სამწუხარო, სამარცხვინო და საგანგაშო!
ძლივს, ეს ბოლო წლებია, თითქოს ცნობიერება მაღლდება ამ კუთხით და ხალხი ხვდება, რომ ამ ენებს მიხედვა სჭირდება...
და ამან ახლა რა მოჩმახა?!
გადავირიე!
რატომღაც, მართლა არ ველოდი ასეთ განცხადებას მისგან და მეგონა, პირიქით, მიესალმებოდა ამ ინიციატივას...
ნაძირლობაც აღარ ჰქვია ამას, რაც მან ილაპარაკა.
ტიპი არ მოეშვა ტ****ს თამაშს ამ მონაკვეთის მერეც... მეგრული სეპარატიზმი საერთოდ რა სახსენებელია აქ?!
ენა კვდება და მისახედია!
რა დიალექტი, რა სეპარატიზმი!
ენებია და თვალს და ხელს შუა ქრებიან!
ჯერ იძახის: მეგრული და სვანური ენებიო, მერე - დიალექტებად მოიხსენიებს მათ და სიბრიყვეს ამტკიცებს.
განზრახ თუ უცოდინრობით ურევს და ბოლოს მაინც ასკვნის, რომ მეგრული და სვანური, ორივე დიალექტებია თურმე...
ან საიდან მოიტანა, რომ თურმე ჩიქობავა, გამყრელიძე ან ვინმე ნორმალური ენათმეცნიერი იმას ამტკიცებდა თითქოს, რომ მეგრული ქართულის დიალექტია ან სვანური?!
ან მართლა გაგებაში არ ხარ ლინგვისტიკური საფუძვლების, ან უბრალოდ, ჯიბრში დაუდექი ახლა სალომეს და პოლიტიკური მოტივით შეეწინააღმდეგე!
ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ცუდი საქციელია, რადგან ეს ამ ენების საკეთილდღეოდ არ იმოქმედებს...
დღეს, სამეგრელოში, 20 წლამდე ახალგაზრდების უმრავლესობა (თუ უფრო ზევითაც არა), სოფლად თუ ქალაქად (უკვე ზღვარი თითქმის წაშლილია, თუმცა სოფლებში შედარებით უკეთესი სიტუაციაა ამ მხრივ მაინც), აღარ იყენებს მეგრულ ენას საურთიერთობო ენად... ასეთი სიტუაციაა ალბათ სვანური ენის შემთხვევაშიც.
ბევრ არამგრელს თუ არასვანს შეიძლება ეს გაუხარდეს, უჭკუობის გამო, მაგრამ შედეგი სავალალო იქნება...
ეს ენები 50 წელიწადში გაქრებიან და აღარ იარსებებენ.
ამას ასკვნის იუნესკოც!
მეგრული, ლაზური და სვანური ენების გაქრობა კი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გაქრობას ნიშნავს;
ჩემი, როგორც მეგრელის იდენტობის გაქრობას ნიშნავს, რაც არა მგონია, კარგი და საამაყო იყოს ვინმესთვის ამ ქვეყანაში.
ამ ენების კვდომა, საყრდენი კედლების ჩამოშლა იქნება თვითონ ქართული ენისთვისაც!
მეგრულის და სვანურის, ჩვენივე მემკვიდრეობის, სკოლაში არჩევით საგნებად სწავლებაზეა ლაპარაკი და ესაა ანტისახელმწიფოებრივი?!
უონჯღორე რექ, ნიკა გვარამია!
P.S.
ზურაბიშვილის ეს ინიციატივა ძალიან კარგია და მივესალმები, მაგრამ საკმარისი არაა ამ ენების გადასარჩენად მათი არჩევით საგნად შეტანა სკოლებში.
სვანური - სვანეთში, მეგრული - სამეგრელოში და ლაზური სარფში, უნდა შეიტანონ სავალდებულო საგნებად.
სხვა შემთხვევაში, წყლის ნაყვა იქნება, იმიტომ რომ, ძალიან ცოტა აირჩევს მათ, მთელი რიგი მიზეზების გამო...", - წერს ქავთარაძე.
ამავე თემაზე:
📍"მეც ვსწავლობ მეგრულს! თან სახელიც მაქვს მეგრული" - უჩა ნანუაშვილი პრეზიდენტის ინიციატივაზე
1791380010
ახალი ამბებიზაალ მიქელაძე: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონი ჩვენ მიერ არის მიღებული და საინტერესოა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ხომ არ არის ეს კანონი გადასახედი ან ფორმულირება შესაცვლელი?
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში რამდენიმე საკითხის ასახვის შესახებ ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც...
1791379969
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეეხება ევროკომისიის პასუხისმგებლობას, მათი პასუხისმგებლობაა, ჯანსაღი ფორმით, სამართლიანად იმოქმედონ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ, რასაც ვერ ახერხებენ
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახი...
1791379840
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტებისა და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად
„პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები იმის მაჩვენებელია, რომ სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს ჩვენი პენიტენციური სისტემა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1791378667
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6025 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791377895
ახალი ამბებიპრემიერი: თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში, ღმერთმა დაგვიფაროს, ამ ყველაფერში გადავასწროთ, ჩვენი გზა არის მშვიდობის, ეკონომიკური განვითარების გზა და ამ გზას გავაგრძელებთ აუცილებლად
„თუკი რაიმეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქვ...



























