„ქეთი კარგი ადამიანი იყო… ერთმანეთი ცოტა ხნის წინ, ჟენევის საავადმყოფოში გავიცანით…“ - მამა იერონიმე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მამა იერონიმე ქათამაძე და წერს, რომ ჟენევის კლინიკაში საქართველოს მოქალაქე, ქეთი მახარობლიძე გარდაიცვალა. 

„ქეთი კარგი ადამიანი იყო… ერთმანეთი ცოტა ხნის წინ, ქეთისთვის არსებულ კრიზისულ მდგომარეობაში, ჟენევის საავადმყოფოში გავიცანით… საოცრად კეთილი, მოკრძალებული, ღვთივსათნო და მორწმუნე ადამიანი იყო აღსარება თქვა, უფლის ხორცსა და სისხლს ეზიარა, ჩემთან ერთად ილოცა, ბევრი მესაუბრა, უკანასკნელი სამღვდელო ლოცვა-კურთხევა გამომთხოვა და ერთმანეთს დავემშვიდობეთ…

ქეთიმ დღეს დილით, მკვდრეთით აღდგომის იმედით უფალში საუკუნო განსვენება ჰპოვა. ღმერთმა აცხონოს მისი სული, ხოლო მის მეუღლეს, შვილებსა და ოჯახის წევრებს სიძლიერეს და სიმხნევეს ვუსურვებ.“ - წერს სასულიერო პირი.

ასევე საინტერესოა:

🔵 "პაციენტმა თქვენთან ყოფნის პირობებში დაკარგა საწყისი წონის 30% და ეს სიკვდილის ძალიან მაღალ რისკს შეიცავს, გთხოვთ მიაწვდინეთ ხმა მკურნალობის დამკვეთებს" - ნანა გეგეჭკორის მიმართვა კოლეგებს

🔵 „გოგონა მწერს, ერთ-ერთ გარდაცვლილზე, რამე ხომ არ იციო..შვილი ყოფილა ზუსტად იცის, რომ მამა აღარაა, მაგრამ“ - გიგა მაქარაშვილი სამწუხარო პოსტს აქვეყნებს

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716196850

სოციალური მედია

მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ნუცა მახვილაძის ბოლო ზარზე გადაღებულ ფოტოკოლაჟს გვიზიარებს. „ჩვენი ბოლო ზარი“,- წერს მაია ასათიანი. შეგახსენებთ, რომ 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრა...

ასათიანი

1716196540

საქართველო

ნაძალადევში მომხდარი მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალები - „4 პირს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა“

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებები...

შემთხვევები

1716193368

ახალი ამბები

საქართველოში უმუშევრობის დონე 4%-ით შემცირდა - საქსტატი

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთანშედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ, სამუშაო ძალის მაჩვენებლების შესახებ...

ააა

1716191059

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ. სამძებრო ჯგუფმა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ვერტმფრენის ნამსხვრევე...

ირანის პრეზიდენტი

1716190985

ჰოროსკოპი

„გვაქვს სავსემთვარეობის კვირა, რაც არის ძალიან ჯადოსნური... შესაძლოა აღმოაჩინოთ საგანძური“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

„იწყება ბევრი დადებითი ასპექტის მქონე კვირა. შესაძლებლობების ფანჯარა იღება, რომელიც არ იქნება მხოლოდ 1 -კვირიანი. მზე გადადის ტყუპების ზოდიაქოში, 26 მაისიდან კი პლანეტა იუპიტერიც გადავა ტყუპებში. ენერ...

სოფია ბზეკალავა