"რუსეთს ეს უფრო გააღიზიანებს, ვიდრე სანქციები ჩვენი მხრიდან" - რას წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ევროკავშირის მიერ მზაობას, რომ წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან მიიღოს სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" ეხმაურება:
"ესე იგი, ოპოზიცია ამტკიცებს, ჩემი დამსახურებაა ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი რომ შეაქვსო, მედია და სამოქალაქო სექტორი ამტკიცებს, აქციების დამსახურებაა, ჩვენ რომ მოვხოდეთო, მთავრობა კიდევ თავისას გაიძახის.
არადა, სინამდვილეში ყველაფერი ისევ ეროკავშირის დამსახურება და გადაწყვეტილებაა.
სწორედ მათ უთხრეს ჩვენს მთავრობას, შემოიტანეთო და ამათაც შეაქვს.
სულ ეგაა.
მართლა გჯერათ, რომ ან ოპოზიციის მუქარით, ან აქციებით შეშინებულმა მთავრობამ გააქანა და ევროკავშირთან კონსულტაციების გარეშე განაცხადი გლიჯა?
და მოლდოვის მთავრობა ვინ შეაშინა?
კითხულობენ, აბა, 2 მარტს რატომ უარობდა კობახიძე შეტანასო?
ძალიან მარტივია:
2 მარტს თავად ევროკავშირში არ იყვნენ ჯერ ჩამოყალიბებულნი, მარტო უკრიანისთვის უნდა მიეცათ კანდიდატის სტატუსი, თუ საქართველო და მოლდოვაც მიეყოლებინათ.
შესაბამისად, რადგან კობახიძეს იქიდან თანხმობა არ ჰქონდა, თქვა ის, რაც თქვა. მეორე დღეს ევროკავშირი ჩამოყალიბდა, უთხრა ამათ შემოიტანეთო და ამათაც შეაქვთ. სულ ესაა.
ახლა იძახეთ, არა ჩვენი დამსახურებაა, არა ჩვენიო.
გლობალურად კი ბატონო, ყველას დამსახურებაა, ვინც ეს წლები დასავლურ კურსს ლობირებს.
ხელისუფლების დამსახურება ისაა, რომ ამ შემოთავაზებაზე უარი არ თქვა რუსეთის შიშით.
არადა, რუსეთს ეს უფრო გააღიზიანებს, ვიდრე სანქციები ჩვენი მხრიდან", - წერს მეტრეველი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაჩქარებული წესით მიმართავს.
ამავე თემაზე:
🔲 "ევროკავშირი მზად არის, მიიღოს წევრობის განაცხადები საქართველოდან და მოლდოვიდან " - უცხოური მედია
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































