"სააკაშვილის ჩამოსვლა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირება და არჩევნებში ეს შედეგი მხოლოდ ერთ კაცს აწყობდა. გაიმარჯვა ბიძინამ" - ნათია მეზვრიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას ფეისბუკის მეშვეობით ავრცელებს:
"სააკაშვილის ჩამოსვლა, ნაცმოძრაობაში დაპირისპირება და არჩევნებში ეს შედეგი მხოლოდ ერთ კაცს აწყობდა. გაიმარჯვა ბიძინამ.
დღე ნაცმოძრაობის მხარდაჭერა ოცნების მხარდაჭერას უდრის და პირიქით.
ნებისმიერი პარტია, რომელიც ნაცმოძრაობის ქოლგის ქვეშ დადგება ან ოცნების მაშველი რგოლი იქნება, იმუშავებს ბიძინას სასარგებლოდ.
ბიძინას სასარგებლოდ მუშაობა ნიშნავს საქართველოს ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ მუშაობას (გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად) იმიტომ, რომ არაერთხელ გვითხრეს - ან ბიძინა ან საქართველოს ევროპული მომავალი.
თუ გვინდა, რომ ბიძინას გამარჯვება მხოლოდ ნაცმოძრაობის შიდა არჩევნებით შემოიფარგლოს და საქართველოსთვის ბრძოლა ხალხმა მოიგოს, არც ნაცმოძრაობას, არც ოცნებას და არც ერთ პარტიას, რომელიც ან ნაცური ქოლგის ჩრდილში დგას ან ოცნების მაშველი რგოლია, ხმა არ უნდა მივცეთ.
არც ერთ პარტიას, რომელიც იმუშავებს ხალხის და პარტნიორების ნდობის დასუსტებაზე, ნიჰილიზმის დათესვაზე და ფუჭი მოლოდინების შექმნაზე, ხმა არ უნდა მივცეთ.
რეალურად ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა #საქართველოსთვის ახლა იწყება.
უნდა ვიმუშაოთ ხალხის ნდობის მოპოვებაზე, ვისაუბროთ საქმეზე, საქმეზე და მხოლოდ საქმეზე მიუხედავად იმისა, რომ იქნება ამაზე ბინძური დღის წესრიგების შექმნის მცდელობა. და აუცილებლად უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი არჩევნებისთვის, რომელმაც უნდა შეზღუდოს ორივეს ძალაუფლება",-წერს, ნათია მეზვრიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1680105600
ახალი ამბებიპრეზიდენტი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს
ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენ...
1680103800
ბიზნესირამდენად შეიძენთ ევროს, დოლარს და თურქულ ლირას 30 მარტს
29 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და კურსის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინ...
1680102000
ემიგრაცია“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა
“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო სიბოშვილმა, ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა. სიახლის შესახებ ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისთვის გაზეთის დაფუძნება...
1680100200
საზოგადოებაNGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან
მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მ...
1680098400
ემიგრაციაგერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა
გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით,...