"სააკაშვილს შევარდნაძეს ნუ ადარებთ, - აფხაზეთის ომში შევარდნაძე არსად გაქცეულა და რეალური და არა წარმოსახვითი დაბომბვის დროს გადაეფარა პირადი დაცვა!" - ბონდო მძინარაშვილი
ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს:
"იმ მუცლითმხოხავი ბოროტის - სააკაშვილის დაცვას კახა კალაძის ლანძღვით რომ ცდილობთ, ეგეთი უგუნურები როგორ ხართ?!
კაცო, ჩვენ რომ სულ არაფერი ვთქვათ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს სად წაუხვალთ, - ცენტაომოგლეჯილი სააკაშვილის მეჯვრისხევის ქუჩაზე ფორთხვის და დაოთხილი გაქცევის შემდეგ კიდევ ერთი საათი გორში რომ დარჩა და სტალინის სახლ-მუზეუმს ათვალიერებდა?!
იმ ფოტოებს და ვიდეოკადრებს როგორღა წაშლით, რომლებზეც ის სამარცხვინო წუთებია აღბეჭდილი?!
რა თვითმფრინავი და რა ბომბები, სულ დაკარგეთ ჭკუა?!
იმ დროს გორში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და იმ ადგილს დაბომბავდნენ?! ჯერ გაიკითხეთ, ვინ არის, რა წრის კაცია კუშნერი და მერე დაფრთხით, თქვე უბედურებო!
ამ სამარცხვინოდ მფორთხავი თანაოკუპანტის მოკვლა რომ მოენდომებინათ, სხვაგან ვერ მოკლავდნენ?!
კაჩინსკის მაგალითსაც ნუ მოიშველიებთ, - არავინ აპირებდა სააკაშვილის მოკვლას, მშვენიერი ძღვენი მიართვა რუსეთს მანამდეც, 2008-შიც და მომდევნო წლებშიც!
სააკაშვილმა გორში გაუგონარი სიმხდალე ჩაიდინა და ეს კარგად იცის აღიარებულმა კორუფციონერმა უგულავამაც და ნაცსექტის ნებისმიერმა წევრმაც!
და კიდევ: შევარდნაძეს ნუ ადარებთ, - აფხაზეთის ომში შევარდნაძე არსად გაქცეულა და რეალური და არა წარმოსახვითი დაბომბვის დროს გადაეფარა პირადი დაცვა!
ჰო, კალაძის გოლებს და ომის დროს მთავარსარდალ სააკაშვილის ფორთხვას ერთ სიბრტყეზე რომ აყენებთ, ამითაც კარგად ჩანს თქვენი გონებრივი შესაძლებლობები!
P. S. რაც შეეხება უგულავას უზრდელობას, აქ ლაპარაკიც ზედმეტია: როგორც ჩანს, ზოგიერთს ცენტნახევარი მასის დაგროვების შემდეგ თავი უმსუბუქდება", - წერს მძინარაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793598824
სპორტიისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს
ისტორიაში პირველად საქართველოს ბოდიბილდინგში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს. ესპანეთში გამართულ ჩემპიონატზე გენო დავითაძემ მამაკაცთა ბოდიბილდინგის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველმა ბოდიბილდერე...
1793597525
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: როდესაც გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ საზოგადოებას უთხრას, რა ფული იხარჯება ამ ქვეყანაში
„როდესაც ჩვენ გამჭვირვალობის კანონი შემოვიტანეთ, ისტერიკა, რომელიც ამ გამჭვირვალობის კანონს მოჰყვა, სრულიად უადგილო იყო, ვინაიდან ნებისმიერ სახელმწიფოს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც აქვს საკუთარ ს...
1793596258
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ნოემბერს საქართველოში
30 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +23 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი. მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება...
1793566520
მსოფლიოფრანკფურტში აქციების დროს 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, დაკავებულია 54 ადამიანი
გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართული საპროტესტო აქციების დროს მომხდარი დაპირისპირების შედეგად 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დემონსტრაციის დროს 17 მაღაზია დაზიანდა...
1793562589
მსოფლიოკრემლი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობას ასახელებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედიაიტყობინება. პესკოვის განცხადებით,...




























