„საქართველოში არის, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგში გავრცელებული ომიკრონის ვარიანტების აფეთქება“ - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საქართველოში არსებულ კოვიდვითარებას ეხება:
„საქართველოში არის კოვიდ აფეთქება და ეს ყველამ ვიცით.
ბატონმა ივანე ჩხაიძემ ბრძანა - “ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი H3-N2” და მთელი სააგენტოები ბრმად აჰყვნენ ამ ამბავს. გადაამოწმეთ ხოლმე, რას წერთ.
ჰონგ-კონგში კი დღეს ომიკრონის BA. 4 და BA. 5 აფეთქებაა, რეანიმაციებში ადგილები აღარ არის და ლოკდაუნზეა საუბარი.
ამ საკითხზე უნდა საუბრობდეს ქვეყანაში კომპეტენტური ორგანო/პირი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი სად არის ცენტრის დირექტორი? ამდენ ხანს რატომ არ დაინიშნა კომპეტენტური ადამიანი?!
ვინაიდან ქვეყანაში კომპეტენტური ადამიანი ვერ მოიძებნა, მე მიწევს განმარტების გაკეთება.
საქართველოში არის, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგში გავრცელებული ომიკრონის ვარიანტების BA. 4 და BA. 5 აფეთქება.
რა არის გასაკეთებელი?! ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ საქართველოში ამის გამკეთებელი არავინ არ არის
ისე, ებოლას აფეთქებაც არის უგანდაში ახლა და, სავარაუდოდ, ბრიტანეთშიც შეიპარა (დღეს განგაში ატყდა, სავარაუდოდ საქმე ჩუტყვავილასთან გვაქვს). საქართველოში კოვიდმა რა გვიქნა, აგერ ვხედავთ და ებოლა რას გვიზამს საერთოდ…
სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენტური დირექტორი“, -წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე საინტერესოა:
1695968999
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...
1695911282
ბიზნესილარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას
28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...
1695899918
სპორტიკვარას დაბრუნება!
27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა. როგორც მოსალოდნელ...
1695817612
საქართველოსაქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება
ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...
1695801600
ჰოროსკოპირა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...