,,სულ მცირე, ორ ოქროს ველოდებით, თუ დანარჩენიც” - რას წერს გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქართველ სპორტსმენებზე წერს.
მისი თქმით, სულ მცირე ორ ოქროს მედალს ლაშა ტალახაძისგან და გენო პეტრიაშვილისგან ველოდებით.
„დღეს, სულ მცირე, ორ ოქროს ველოდებით. თუ დანარჩენიც იქნება - მთლად სასწაული.
ლაშა ტალახაძე საკუთარ საქმეში ყველა დროის უმთავრესი კაცია. GOAT - როგორც ახლანდელები იტყვიან. ოღონდ ისე კი არა, საკუთარი გემოვნებით რომ მოარგებ - შედეგებით დადასტურებული. ეგ როცა გამოდის, მშვიდად ვიცით, ერთი ჰიმნი აუცილებლად იქნება. ოლიმპიური პირველობა კიდევ იოლი საქმე არ გეგონოთ. სულ ერთი ოქრო გვაქვს ჯერ და ჩახედეთ ჩამონათვალს - რა ტრადიციის და შეძლების ქვეყნები მოგვსდევენ უკან.
გენო პეტრიაშვილი კიდევ ამბავია თავიდან ბოლომდე. ბავშვობაში მტრისგან გატაცება და ტყვედ ყოფნა და იმ ტყვეობიდან, ფოტოს თუ დააკვირდებით - უკვე კაცად დაბრუნება. მერე ის წინანდელი ვერცხლი და ახლა უკვე პარიზული ფინალი. მძიმე ბრძოლა იქნება, ირანელი მეტოქე ჭიდაობის ახალი ვარსკვლავია და ძნელად შესაჩერებელი, მაგრამ გენოს უკან ამბავი დგას, რომელიც ამ დასასრულს ითხოვს“, - წერს გიორგი კეკელიძე.
1725696083
საზოგადოებადღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ
დღეს საოლქო საარჩევნო კომისიები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს აირჩევენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, საოლქო საარჩევ...
1725652901
ჰოროსკოპი7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს კვირის მანძილზე დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. მოერიდეთ მუშაობას - ახლა ყველა...
1725649444
სპორტირა ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი გიორგი და ინა ქალდანების შესახებ
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე პარაძიუდოში მოასპარეზე გიორგი და ინა ქალდანებმა, რომლებიც მეუღლეები არიან, საქართველოს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოუტანეს. როგორც საქართველოს პარალიმპიური კომ...
1725643106
სპორტიინა ქალდანმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ინა ქალდანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა პარაძიუდოისტმა ყაზახი მეტოქე, აიალა მერეკი დაამარცხა. ეს, მიმდინარე პარალიმპიადაზე ქართული დელეგაციის რიგით მე-7...
1725641979
სპორტიგიორგი ქალდანმა პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
პარიზის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე გიორგი ქალდანმა პარაძიუდოში ვერცხლის მედალი მოიპოვა. გიორგი ქალდანმა ფინალური ორთაბრძოლა რეიტინგის პირველ ნომერ, იაპონელ იუჯირო სეტოსთან დათმო. ეს, მიმდინარე პარ...