"წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა დაფიქსირდა" – რა ფოტოებს ავრცელებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს ავრცელებს და წერს:
 
“წარმოუდგენელი ვანდალიზმი, მკრეხელობა და ისტორიის განადგურება დაფიქსირდა ჩვენს თვალწინ ნავთლუღის წმ. ბარბარეს ქვემო (ანუ მცირე) ეკლესიაში წინამძღვრის, დეკანოზ ისე (საერო სახელი – ბაღდო) არხოზაშვილის ხელმძღვანელობით 2019 წელს:

1) აღნიშნული თავხედობისა და მავნებლობის შედეგად განადგურდა თავადი სუმბათაშვილების, მათ შორის ცნობილი გენერალ მიხეილ სუმბათაშვილის, მე-19 საუკუნის საფლავები და მათი წარწერები, რაც დიდი ისტორიული დანაკლისია, მით უფრო, რომ ეს ეპიგრაფიკული ძეგლები მეცნიერულად შესწავლილი და ფოტოფიქსირებული არ იყო.

2) მე-18 საუკუნის ნატეხი და რიყის ქვით ნაშენი დარბაზული ეკლესიის ფასადების კედლები მთლიანად დაფარულ იქნა ახალი ქვის (ნიჩბისის ნატეხი ქვა) პერანგით, რითაც სრულად დაიფარა ტაძრის ავთენტური, ისტორიული იერსახე და არქიტექტურა, რაც ასევე უნდა შეფასდეს, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება და უმძიმესი დაზიანება.
ფოტოზე: საფლავთმაოხრებელი ქვაბავაზაკი დეკანოზი ისე არხოზაშვილი განადგურებულ და მომეტლახებულ საფლავებზე მდგომი.

ეს ამბავი 2020 წელს აღმოვაჩინე და მივაწოდე თეოლოგ გ. ტიგინაშვილს გამოსაქვეყნებლად, რადგან ჩემი მუდმივი კრიტიკული აქტივობების გამო საპატრიარქო მუდამ აწუხებდა ჩემს ეპისკოპოსს და ჩემ დასჯას ითხოვდნენ, ამიტომ მოვერიდე ზედმეტ დაძაბულობას.
ატყდა დიდი სკანდალი მედიაში, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ყველაფერი ჩაიფარცხა და მივიწყებას მეცა, ხოლო ვანდალი მღვდელი ისე ისევ მაგ ტაძრის წინამძღვარია. ესაა ჩვენი საპატრიარქოს და პირადად ილია მეორის, თბილისის მთავარეპისკოპოსის რეალური სახე 


ეს უვიცი და ველური მღვდელი არხზაშვილი პროფესორად ჰყავდა ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის გრემის სასულიერო სემინარიაში (საპატრიარქოს მორიგი არაკრედიტირებული და არაავტორიზებული ფსევდო სასწავლებელი, ფულის საჭრელი სტანოკი). რას ასწავლიდა ან ასწავლის იქ მომავალ მღვდლებს ბაღდო?! ალბათ საფლავთმაოხრებლობის ტექნოლოგიებს.
წარმოგიდგენთ შესაბამის ფოტომტკიცებულებებს ჩადენილი უდიდესი მორალური, ანტიქრისტიანული, სისხლისსამართლებრივი და ეროვნული დანაშაულის შესახებ. ფოტოები ქრონოლოგიურადაა და მიხვდებით რა იყო და რა მოხდა.
 
ტელეკომპანია რუსთავი 2-თან გაკეთებულ კომენტარში, ნავთლუღის წმ. ბარბარეს ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა ისე არხოზაშვილმა, მის მიერ ჩატარებულ ვანდალურ სამუშაოებზე გასაოცარი უტიფრობითა და დემაგოგიით განაცხადა:

“ტაძრის კედლები იყო დანგრეული, დაბლიდან ამოდიოდა ქვეწარმავლები, გველები შემოდიოდა ეკლესიაში. ჩვენ ამ საფლავზე გამოვაცხადეთ სოციალურ ქსელში, სუმბათაშვილებს გთხოვთ, მობრძანდეთ, რომ ჩვენ გვინდა ამ იატაკის რესტავრაცია და როგორ გავაკეთოთ, თქვენ წინადადებებს ველოდებით. ველოდეთ 8 თვე. 8 თვეში მოვიდა ერთი პატარა 16 წლის გოგო, მეტი არავინ გამოჩენილა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ქვეწარმავლები რომ აღარ შემოსულიყო ეკლესიაში, დაგვეგო რაღაც, იატაკი ხომ უნდა გაგვეკეთებინა?! თუ ვინმეს არ მოსწონს, მე დღესვე შემიძლია ეს ყველაფერი ავგავო. ეს სამუშაოები მამა გიორგი ტაბაღუამ დაიწყო. მე არ მიფიქრია, თუ საბუთები არ არსებობდა”.

შეუძლებელია მკვდარ კაცს, მღვდელ გიორგი ტაბაღუას დააბრალოს ეს ავი საქმე, მაშინ როცა წინამძღვარი თავად იყო და არა აწ განსვენებული ტაბაღუა.

ან თუ საქმის კურსში არ იყო, აბა ის რვა თვე სუმბათაშვილებს როგორ ელოდებოდა? ან “ქვეწარმავლების ამოსვლის” გამო საფლავები უნდა დააბეტონოს? რა არის ეს თუ არა მზაკვრობა, უზნეობა და სიცრუე?
რაც შეეხება ხსენებულ მამა გიორგი ტაბაღუას, იგი წლების წინ გარდაიცვალა. ამასთან, ის იყო მამა ისეს წინამძღვრობის ქვეშ და თავად ვერანაირად ვერ გასცემდა სამუშაოების შესრულებაზე “კურთხევას”?! ასე, რომ საკუთარ სამართლებრივ დანაშაულს ახალი მორალური მავნებლობაც დაამატა დეკანოზმა ისემ!", - წერს სასულიერო პირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ნაციონალურ მოძრაობას" ვუსურვებ, რომ დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად" - ალეკო ელისაშვილი

 

 

  

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793553417

ახალი ამბები

თელავში კაცმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, შემდეგ კი შვილზე იძალადა ფიზიკურად - წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძა...

შსს შსს

1793548518

მსოფლიო

ირანი აშშ-ს აფრთხილებს - „ირანის პასუხი უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“

„ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, მისი მასშტაბები მხოლოდ დასავლეთ აზიით არ შემოიფარგლება“, - ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, არმიის გენერალმა მოჰამედ აკ...

ირანი აშშ-ს აფრთხილებს -

1793546933

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავ...

რეგიონების სკოლებში

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე