უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე! - გიორგი არველაძემ და მისმა მეუღლემ, უკრაინელი ბავშვი იშვილეს

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი არველაძემ და მისმა მეუღლემ, უკრაინელი ბავშვი იშვილეს.
ამის შესახებ არველაძემ, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა:
"მეგობრებო, პირადი ცხოვრების აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ ეს სიხარული მინდა გაგიზიაროთ. უკვე შეიძლება გაგიმხილოთ, რომ 5 შვილის მამა ვარ! გაიცანით, დავით არველაძე! ❤️
ჩემი და ანასტასიას სიცოცხლე და სიხარული.!!! დავითი სამყაროს საჩუქარია ჩვენთვის. ერთი წლისა სულ ახლახანს შესრულდა, მაგრამ უკვე დიდი გმირია. უკვე ბევრი გასაჭირი გამოიარა, მაგრამ გადარჩა! დაბადებაც რთული ქონდა, მაგრამ არ დათმო სიცოცხლე. დაიბადა და მარტოდ-მარტო დატოვეს ცხოვრებასთან… მერე, სულ სამი თვის იყო როცა მის თავზე ბომბებმა დაიწყეს აფეთქება... როცა ხარკოვიდან გამოვიყვანეთ, დავითი ყველაზე პატარა იყო ჯგუფში, სანამ თავშესაფარს მიაღწევდა, მარტის ცივი ღამეების სარდაფებსა და გაყინულ შენობებში გატარება მოუწია, მაგრამ კაცურად გაუძლო. აცრილი ერთხელაც არ იყო, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ყველა ვირუსი.
დიდი მადლობა ალა ტიხომირენკოს, ბავშთა სახლის დირექტორს, რომელმაც არცერთი წამით არ მიატოვა ბავშვები და სიცივეში, ტანზე მიკრული რძის ბოთლებით, უთენებდა დავითს ღამეებს, რომ ბავშვს ოდნავ თბილი საკვები მაინც ქონოდა.
ანასტასიასა და ჩემთვის კი,დავითი ერთი ნახვით სიყვარულია. ❤️ განსაკუთრებით ანასტასიასთვის. რა წამსაც პირველად ნახა და ხელში აიყვანა, იმ წამიდან აღარ მოშორებია, იმ წამიდან მისი სამყაროს ცენტრად იქცა. იმ წამიდან, მასში ისეთმა დედამ გაიღვიძა, ცქერით რომ ვერ დატკბებით. იმ წამიდან არ შეუწყვეტია მასზე ზრუნვა, მისი ფერება, მასთან თამაში. ბედნიერებაა ამის ყურება, იმიტომ, რომ ქალში ყველაზე დიდი სილამაზე კარგი დედობაა.
აქამდე ვერ გიმხელდით, რადგან იურიდიული პროცედურები არ იყო დასრულებული. ახლა იმ სტადიამდე მივედით, რომ შეგვიძლია გაგიმხილოთ, რომ დავითი ჩვენი სისაყვარლის ბუშტი შვილია - ანასტასიასთვის პირველი, ჩემთვის მეხუთე, თუმცა ორივესთვის მეხუთე. ❤️❤️❤️❤️❤️
ხო, ამბობენ რომ გვგავს. 😍 დიახაც გვგავს, და უფრო მეტად გვემგვანება. 😍 ჩვენი შვილია და მაგიტომ. 😍",-წერს, გიორგი არველაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1756313141
ახალი ამბებითეა წულუკიანი მასზე გავრცელებულ დეზინფორმაციაზე: ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა, სიბინძურეს ავრცელებთ, არღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას, სასამართლოში შევხვდებით!
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ეხმიანება მისი მისამართით სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას მეორედ დაოჯახებასთან დაკავშირებით. თეა წულუკიანი მიმართავს დეზინფორმაციის გამავრცელებე...
1756309790
ახალი ამბებიპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 12 პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით...
1756307922
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია სამანტა პაუერის განცხადებაზე: ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ ამაზე საუბარი, მიუხედავად ამისა, ვხედავთ [ტრამპის ადმინისტრაციისგან] დუმილს, გვიჩნდება კითხვა, რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით
„მიუხედავად იმ დიდი სკანდალისა, რაც ვნახეთ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ვნახეთ, რომ USAID-ის საქმიანობა, ფაქტობრივად შეჩერებულია, ყოველ შემთხვევაში 90% პროგრამებისა...
1756302971
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: რეფორმამდე ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე მომხმარებლის სხვადასხვა მიმწოდებელთან რეგისტრაციას, მსგავსი პრაქტიკა უკვე რადიკალურად შეიცვალა და კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვლება მომავალში
„რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმ მასშტაბის მანკიერებები, რაც ადასტურებს, რომ ცვლილებები უდავოდ დროული და აუცილებელი იყო. მიმდინარე პროცესებმა ცალსახად დაადასტურა, რომ რეფორმა სწორად დაი...
1756302534
მსოფლიოდონალდ ტრამპი: სოროსმა და მისი ფსიქოპათების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ. „ჯორჯ სოროსს და მის...