ვახო სანაია: ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე - მაგრამ, ვფიქრობ დააგვიანა წამოსვლა
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს, რომელიც რუსული კლუბიდან ბათუმის "დინამოში" გადმოვიდა:
"ხვიჩა კვარაცხელიაზე უნდა დავწერო.
ბევრს ადამიანს დასწყვიტა გული ჩემმა სტატუსმა.
ბევრმა მომწერა კიდეც.
მეც, როგორც ბევრმა სხვამ, გულშემატკივრის პოზიციიდან დავწერეთ ჩვენი გულისწყრომა, რადგან არ გვინდოდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი უკრაინაში ამ საშინელი ომის ფონზე რუსულ კლუბში დარჩენილიყო.
რადგან დადასტურდა, რომ რუბინი დატოვა და ბათუმში გააგრძელებს კარიერას, პირადად მე ძალიან გამიხარდა და დარწმუნებული ვარ, ყველას, ვინც კროტიკულად იყო განწყობილი.
რუსეთში რომ დარჩენილიყო, ნამდვილად ვერ ვუგულშემატკივრებდი საქართველოს ნაკრებში.
ვფიქრობ, დააგვიანა წამოსვლა და ამის გაკეთება უფრო მკაფიოდაც შეიძლებოდა, როგორც არა ერთმა სპორტსმენმა გააკეთა, მაგრამ მთავარია, წამოვიდა.
სხვა დანარჩენს ახლა აღარ მივანიჭებ მნიშვნელობას.
ისე, წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისითაც, მანამდე უნდა გადასულიყო რომელიმე ევროპულ გუნდში, დასაწყისისთვის თუნდაც საშუალო დონის კლუბში.
დავუბრუნდები რუსეთსა და სპორტს - თავის დროზე საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანზე იგივე დამოკიდებულება მქონდა და ახლა უკვე თავადაც აღიარა, რომ საერთოდ არ უნდა გადასულიყო რუსეთის არმიელთა კლუბში.
აქვე იმასაც დავამატებ, რომ ბათუმის დინამოს მიმართ დიდი პატივისცემისა, ცხადია, კვარაცხელიასთვის დროებითი კლუბი უნდა იყოს და კარიერა ევროპაში გააგრძელოს.
დარწმუნებული ვარ, ხვიჩა კვარაცხელია, როგორც საქართველოს პატრიოტი, ისევ გაგვახარებს თავისი გოლებით.
წარმატებას ვუსურვებ და ნუ გვიწყენს, თუ ცოტა ხანი გაბრაზებული ვიყავით მასზე.
გული რომ არ შეგვტკიოდეს, არც არაფერს დავწერდით კრიტიკულს.
ერთი სიტყვით, წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ყოველთვის გავამხნევებთ",- წერს სანაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791461228
საზოგადოებასამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...
1791460357
საზოგადოებაქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზან...
1791459717
ახალი ამბებიმეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...
1791459560
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს
„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...
1791458082
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს
„ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს“, - განაცხადა საპროცედურო...


























