„ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“ - გია მურღულია საზოგადოებას ბზობას ულოცავს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობას - მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას აღნიშნავს.

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

 
„იესოს იერუსალიმის ქუჩებში აღტაცებით, თაყვანისცემითა და გალობით ეგებებიან. ყველა სიყვარულით უღიმის და სურთ, შეეხონ.

ის ამას კარგად ხედავს, მაგრამ იმასაც ნათლად ჭვრეტს, რაც შემდეგ მოხდება - ათას შეურაცხყოფას მიაყენებენ, აწამებენ, ჯვარზე გააკრავენ.

ის ეროვნული გმირი, რომაელთაგან დაპყრობილი სამშობლოს გამათავისუფლებელი ეგონებათ, მაგრამ იმედგაცრუებულად და მოტყუებულად იგრძნობენ თავს, რაკი მათ წინაშე სამყაროს მხსნელი, მესია აღმოჩნდება.

მათ მაცხოვარი ვერ შეიცნეს და როცა მისი გადარჩენის შესაძლებლობა მიეცათ სინედრიონის წაქეზებით ყაჩაღი ბარაბა არჩიეს - რამდენიმე კაცი მაინც თუ მის დახსნას ცდილობდა და გამოექომაგა იმას, ვისაც ცოტა ხნის წინ გზაზე პალმის რტოებსა და ტანსაცმელს უფენდნენ, მათი ხმა ბრბოს სისხლსმოწყურებულ შეძახილებში ჩაიკარგა.
„ოსანას“ გალობით შეხვდნენ და „ჯვარს აცვი ეგე!“-ს ყვირილით დაემშვიდობნენ.

ისტორია ყოველ წელს მეორდება:
ჯერ - ბზობა, მერე - გაცემა, მერე - ჯვარცმა, მერე - აღდგომა და ბოლოს - ამაღლება.
იესო ქრისტიანთა იმედია.

მან გვიჩვენა, რა შეიძლება გარდახდეს წუთისოფელში ადამიანს (თუნდაც - განკაცებულ ღმერთს), მაგრამ თავისი ძლევამოსილება სიკვდილსა და ცხოვრების უსაზრისობაზე გამარჯვებით დაადასტურა.
„ოსანას“ ჰანგები იმარჯვებენ გაავებული და სასტიკი ბრბოს ბოროტებით აღტაცებულ ხმებზე.
ბნელი სინათლეს ვერ ეწია.

აი, როგორი დღე გათენდა კვლავ გარეთ და თითოეულ ჩვენგანშიც.
გილოცავთ ბზობას!

დაე, ყოველდღე დიდებით შემოვიდეს იესო ადამიანთა გულებში“,- წერს გია მურღულია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715448032

ახალი ამბები

,,რამდენიმე ათეული ძალიან ცნობილი ადამიანია უჩა აბაშიძის და მისი ცოლის ფაილებში, მათ შორის, ლაშა ბუღაძე, გიგა მაქარაშვილი, ალეკო ელისაშვილი და სხვები, თუმცა ამ დეტალებს კიდევ ვაზუსტებ“ - ნინო ჯღარკავა

 ნახევარი თბილისი ისტერიკაშია იმდენი ცნობილი ადამიანი ჰყავს უჩა აბაშიძეს თავის ცოლთან სექსის დროს ჩაწერილი. მსგავსი საზიზღრობა საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. „ნაცებმა“ თავის თავს აჯობეს, - ამის შესახ...

ააა

1715446644

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: სექსუალური მანიაკები, ცოლის სექსუალური ექსპლუატატორები, ბარიგები, პერვერტები, ციხეში კაცების გამაუპატიურებლები, ეკლესიის მაგინებლები - დანარჩენი საქართველოს წინააღმდეგ!

საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მიზეზით მიმდინარე საპროტესტო აქციებს. მისი განცხადებით,...

ვატო შაქარაშვილი

1715437185

სოციალური მედია

„მადლობა ტელეკომპანია „იმედს“ მოცემული შესაძლებლობებისთვის” - ეკა ამირეჯიბი

 ტელეწამყვანმა ეკა ამირეჯიბმა ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა და ამის შესახებ ფეისბუკზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. ეკა ამირეჯიბის პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.  „მადლობა ტელეკომპანია „იმედს“ მოცემულ...

ეკა ამირეჯიბი

1715436509

ახალი ამბები

ქაშვეთის ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება - საპატრიარქო

 ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო, ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას საქარ...

ქაშვეთის ეკლესია

1715432697

სოციალური მედია

ნუცა ბუზალაძე „ევროვიზიის“ ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

 საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს, სადაც, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად წარდგება. ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაი...

ნუცა ბუზალაძე