"ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძის სამძიმარში ქართველები დიად ერად მოგვიხსენია. ესეც კამათის საბაბი გახდა, რაღა გვაქვს დიადისო" - ნათია ფანჯიკიძე

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ვახტანგ კიკაბიძე, დიდებული ერის დიდებული ადამიანი" - იყო.

აღნიშნულ სამძიმარს არაერთი კრიტიკა მოჰყვა, რომელსაც ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ზელენსკიმ ბუბა კიკაბიძის სამძიმარში ქართველები დიად ერად მოგვიხსენია.

ესეც კამათის საბაბი გახდა, რაღა გვაქვს დიადისო.

რა თქმა უნდა, პარალელურად რომ გაიგებ, რომ ქართველების ნაწილს გმირობა ის ჰგონია, ბერძენიშვილის ლექციას რომ ჩაშლის და გამარჯვების ყიჟინა აქვს ატეხილი, იიი, არ ვალაპარაკეთ, რა მაგრად მოვიქეცით!

თუ ეროვნულ იდენტობას მათზე გაასწორებ, "შიდაგმირობების" - ერთმანეთის თელვის მაგალითებს თვისებად მიიწერ, კომპლიმენტის მიღება გაგიჭირდება, მაგრამ საბედნიეროდ, საქართველო ის ქვეყანაა, სადაც უამრავი ნამდვილი გმირი იბადება, მეცნიერებიც, არტისტებიც და უბრალოდ საუკეთესო მოქალაქეები, რომლებიც 24-საათიანი შრომის ფასად მოქმედს ხდიან ამ ფერდებმორყეულ, ხალხისგან სანახევროდ დაცარიელებულ ქვეყანას.

ხოდა დიადია ქართველი ერი, ნამდვილად არის და მადლობა ამის დამნახავს", - წერს ფანჯიკიძე.

ამავე თემაზე:

* "დიდი ერის დიდი ადამიანი" - ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792686144

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინი...

მაკა ბოჭორიშვილი

1792682204

ახალი ამბები

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო ოპერირება

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება კიდევ ერთმა ახალმა, იორდანიის ეროვნულმა ავიაკომპანია Royal Jordanian-მა დაიწყო. 22 ოქტომბერს ავიაკომპანიამ A320 ტიპის ხომალდით ამანიდან თბილისის მიმართულებით, პ...

 Royal Jordanian

1792680779

ახალი ამბები

სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუსი

2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება...

სუსისსუსის

1792679739

მსოფლიო

გერმანიაში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცველებმა ბრანდენბურგის მიწაზე უკრაინის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებენ ბრალს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის...

გერმანიაში დაკავება

1792679007

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე „ლელოს“: თქვენ ძალიან კარგად იცით, რატომ ხართ არაკონსტიტუციურები და რატომ არის თქვენი საქმე და თქვენი პარტიები ასაკრძალი

„ლელო, პირდაპირ აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს მაღალი ტრიბუნიდან, რომ იგი არ ენდობა საკონსტიტუციო სასამართლოს“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ...

არჩილ გორდულაძე