ზურა ჯაფარიძის ცოლი წერს, რომ 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს
გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერის ზურა ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე წერს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს.
მისი თქმით, სამინისტროში 17 წელი მუშაობდა.
"დიდხანს ვიფიქრე რა და როგორ დამეწერა. და დავწერ მარტივად. გასულ კვირას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს: რეორგანიზაციის შედეგად შენი თანამდებობა (უსაფრთოხების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიცია) უქმდებაო.
ვისაც უმუშავია სახელმწიფო სექტორში, იცის, სიტყვა რეორგანიზაცია განსაკუთრებული, ორაზროვანი შინაარსის მატარებელია. ასე იყო და ასე დარჩა.
საგარეოში 17 წლის წინ კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ მოვედი, ატაშეს (ყველაზე დაბალი დიპლომატიური პოსტი) პოზიციაზე, კონკურსის გავლით და ყველა წესის დაცვით. ამ წლების მანძილზე ვმუშაობდი ჩემი ქვეყნისთვის ყველაზე აქტუალურ, საინტერესო, საჭირბოროტო და საკვანძო მიმართულებებზე:
ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან კონფლიქტის და არაღიარების პოლიტიკის საკითხებზე, ხოლო ბოლო 10 წელი - ნატოში ინტეგრაციაზე. დიდი ბედნიერებაა როცა მუშაობ რაღაც დიდი მიზნის მისაღწევად, რომლისაც გჯერა მთელი გულით, და გრძნობ, რომ შენი ცოდნა, უნარები და გამოცდილება შეგიძლია მოახმარო ამ მიზანს. და ასევე, რა თქმა უნდა, როდესაც გრძნობ რომ ამ ცოდნის და გამოცდილების გამოყენებაზე მოთხოვნა არსებობს.
არ მეგონა, რომ ასე დასრულდებოდა ჩემი საქმიანობა ჩემს სამინისტროში. ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა მინდა", - წერს ის.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბიჭი, რომელიც კომიდან 12 წლის შემდეგ გამოვიდა უცნაურ ამბებს ყვება
🔵 VIDEO:დამ ძმა 34 წლის შემდეგ იპოვა - თამუნა მუსერიძე ემოციურ ვიდეოს და ამბავს ავრცელებს
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































