ანასტასია გოტფრიდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. +87 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 117 კგ დაძლია და ამ დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში - 140 კგ დააფიქსირა და ვერცხლი მიიღო. ორჭიდში მოგროვებული 257 კილოგრამით კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ანასტასია გოტფრიდმა 2023 წელსაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ერევანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ორჭიდში მან 252 კილოგრამი დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასევე მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი ჩხეიძემ(102კგ) აკვრაში. 

 ტრავმის გამო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია 2-გზის ოლიმპიურ, 8-8-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს(+109კგ).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მსაჯების გუნდს  ჟიურის ფუნქციით ხელმძღვანელობს უმაღლესი კლასის საერთაშორისო მსაჯი კობა ობოლაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1722025103

ჰოროსკოპი

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი მოულოდნელ პრობლემებს მწყობრიდან გამოჰყავხართ, თუმცა თქვენი ემოციებით მხოლოდ სიტუაციას ამწვავებთ. პრო...

ჰოროსკოპი

1722022677

ახალი ამბები

თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 27 ივლისს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოე...

შუქი დენი

1722020263

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერონას ჩელენჯერის ნახევარფინალში ითამაშებს. მან, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მეორე ნომრად განთესილი ჰოლანდიელიდე იონგი სამ სეტში, ანგარიშით 6:4, 4:6, 6:1 დ...

ააა

1722017976

საზოგადოება

„საუკეთესო საზაფხულო სიმღერების პოპური“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის სიმღერა, რომელიც სოცქსელს იპყრობს

მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, აჩიკო სოლოღაშვილმა და თიკა ფაცაციამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სიმღერების საოცარი შესრულება მაყურებელს გაუზიარეს. ვიდეომ სოციალურ ქსელში საზოგადოების თბილი...

თიკა და აჩიკო

1722014786

მსოფლიო

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა

რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში გაჩენილ ხანძარს 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი ზრდასრული კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების მართვის სამინისტრ...

რუსეთში ხანძარს 2 წლის ბავშვი ემსხვერპლა