ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი: „საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ – შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ“

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა.

როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია.

„თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი.

ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.

საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის  მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით“, - ამბობს ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721025671

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. „კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდ...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

1721023560

სოციალური მედია

„საქართველოში აღარავინ მოუსმენს ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას... სულ რაღაც100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება“ – ტარიელ სუარი

მუსიკოსი, ია ფარულავას ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მომავალში მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე.  „ცოტა...

ტარიელ სუარი

1721020898

საზოგადოება

„ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს გიორგი მიქაუტაძეს, ნაკრებს და საქართველოს. „ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითო...

მამუკა მდინარაძე

1720990683

საზოგადოება

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს, ამ ტურნირზე ერთი ქვეყნის მიერ მოპოვებული რეკორდული რაოდენობის ტიტულია. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონობა ოთხჯერ - 1964, 2008, 2012 და 2024 წ...

ევროპის ჩემპიონი

1720988347

ახალი ამბები

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტომობილი სავარაუდოდ კედელს შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართ...

პოლიცია, ლენტი, პატრული