დავით ბოლოთაშვილი: "იმედია მალე ახდება ჩემი ოცნება და საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ"

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში საბერძნეთის ისტორიულ გუნდში "პანიონისი" 18 წლის ქართველი ფორვარდი დავით ბოლოთაშვილი გამოჩნდა. Exclusivetv.ge საბერძნეთში დაუკავშირდა ახალგაზრდა ფეხბურთელს და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

- დავით, პირველ რიგში, გილოცავ ახალ გუნდში ჩარიცხვას და შემობიჯებას ევროპულ ფეხბურთში. მოგვიყევი როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები და როგორ დაადექი პროფესიონალური ფეხბურთის გზას? 

- მადლობა მოლოცვისთვის. ფეხბურთის თამაში, როგორც ყველა ბავშვმა, ეზოში და ქუჩაში დავიწყე, მალევე შემიყვარდა და მამის დიდი გავლენით, რომელიც ყოფილი ფეხბურთელია, 7 წლის ასაკში შევედი თბილისის "მერანში". ჩემი პირველი მწვრთნელი გურამ ბარამია იყო, რომელმაც დახვეწა ჩემი უნარები და მომცა სწორი საფეხბურთო  მიმართულება. 

- როგორ განვითარდა შენი კარიერა და რა მიღწევები გქონდა საბერძნეთში გადმოსვლამდე? 

- "მერანში" 4 წელი დავყავი, ამის შემდეგ იყო თბილისის "ლოკომოტივის" აკადემია, შემდეგ კი თბილისის "დინამოს" აკადემია, სებერძნეთში გადმოსვლამდე 1 წელი ისევ თბილისის "ლოკომოტივში" დავბრუნდი, სადაც საკმაოდ კარგი სეზონი მქონდა, გავიტანე 12 გოლი და გუნდის ბომბარდირი გავხდი. 

- თუ გქონია ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახება ამ პერიოდში? 

- 14 წლის ასაკში რეგიონალურ ნაკრებში -"თბილისის ნაკრები" გამომიძახეს, სადაც ხდებოდა უკვე 15-16-წლამდელთა ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევა, მაგრამ, სამწუხაროდ, შეკრების ბოლო დღეს მძიმე ტრავმა მივიღე, რის გამოც ერთი წელი გამიცდა, მას მერე ნაკრებში მიწვევა აღარ მქონია. შრომას არ ვაკლებ და ვცდილობ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩემი კარიერა და იმედია მალე ახდება ჩემი ოცნება და საქართველოს ნაკრებში გამომიძახებენ. 

- როგორ მოხვდი "პანიონისში" და როგორ გადიხარ ადაპტაციას? 

- "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე გუნდიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩემთვის საუკეთესო ვარიანტად 133 წლიანი ისტორიის "პანიონისი" მივიჩნიე. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემების გამო კლუბი დააქვეითეს და ახლა მესამე ლიგაში ვასპარეზობთ, მიზნები არ იცვლება, კვლავ დაწინაურებისთვის და იმ საფეხურზე დაბრუნებისთვის ვიბრძვით, რომელზედაც ისტორიულად ვიყავით. 

გუნდში თავიდანვე კარგად მიმიღეს, მქონდა ენის ბარიერი, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელები გვერდში დამიდგნენ და უკვე მაქვს პირველი წარმატებები - სადებიუტო მატჩში გოლი გავიტანე, სათასო შეხვედრაში კი საგოლე პასით გამოვიჩინე თავი.

- რომელ პოზიციაზე გიწევს თამაში და როგორ შეეგუე ევროპულ ფეხბურთს? 

- საქართველოში ძირითადად შუაში ვთამაშობდი, აქ მარცხენა ფლანგის თავდამსხმელად ვთამაშობ და საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. ევროპულ ფეხბურთსაც ადვილად ვუღებ ალღოს, შედარებით მეტი ფიზიკური დატვირთვაა, მაგრამ ვშრომობ და ვცდილობ ძირითად გუნდში ადგილი დავიმკვიდრო.

- ვინ არის შენი საფეხბურთო კუმირი და რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობ? 

- ჩემი საფეხბურთო კუმირი, რომელმაც კიდევ უფრო შემაყვარა ფეხბურთი არის მესი და პატარა ასაკიდანვე "ბარსელონას" გულშემატკივარი ვარ, თავისთავად, ჩემი ოცნება "ბარსელონაში" თამაშია. 

- წარმატებებს და შენი ოცნებების ასრულებას გისურვებ, იმედია ხშირად მოგვეცემა შესაძლებლობა შენს მიღწევებზე ვწეროთ... 

- მადლობა. ეს ჩემი პირველი ინტერვიუ იყო და თავს არ დავზოგავ მიზნების მისაღწევად და ჩემი გულშემატკივრების გასახარებლად. 

 

ესაუბრა

ალექსანდრე ნიქაბაძე

სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776434764

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭე...

ირაკლი კობახიძე

1776434149

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ

საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო...

ირაკლი კობახიძე

1776432318

მსოფლიო

ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირან...

ტრამპიტრამპი

1776431391

სპორტი

კარიერაში მეორედ - ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია!

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩე...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1776431173

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი