"დიდი მადლობა ბუდუს, რადგან ეს თავიდან ბოლომდე მისი გოლი იყო" - ხვიჩა კვარაცხელია

"გვინდა, რომ გიბრალტარის ნაკრებთან მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, კარგი თამაშები", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.

მან კომენტარი „დინამო არენაზე“ გუშინ გამართულ მატჩზე გააკეთა, სადაც საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოვიპოვეთ პირველი ადგილი, გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ მივდივართ მოსაგებად.

გვინდა, რომ მოგებით დავასრულოთ ეს ჩვენი ასე ვთქვათ, კარგი თამაშები.

რაც შეეხება თამაშს, ცოტა რთული თამაში იყო, შესაძლოა, ხარისხით ისეთი არ იყო, მაგრამ გამარჯვება მოვიპოვეთ, მიზანს მივაღწიეთ და ჩემი აზრით, ამ შედეგით ყველა კმაყოფილია.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო სავსე „დინამო არენა“, გულშემატკივრები 90 წუთის განმავლობაში არ გაჩერებულან და მათ თითოეული ფეხბურთელის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ძალიან გვამხნევებდნენ და დღევანდელი გამარჯვება დაიმსახურეს.

რაც შეეხება გუნდურობას, მეორე გოლზეც დაინახეთ, ბუდუმ (ზივზივაძემ) როგორი გადაცემა გააკეთა – მსგავს პასს ასეთ მომენტში ძალიან ცოტა თავდამსხმელი თუ გააკეთებს. ძალიან დიდი მადლობა ბუდუს, რადგან ეს თავიდან ბოლომდე მისი გოლი იყო. ჩემი აზრით, ეს არის გუნდურობა როგორც სტადიონზე, ასევე მის გარეთ. ამით ძალიან მოხარულები ვართ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფშია, ერთა ლიგის B დივიზიონში გადავიდა და წაუგებელი მატჩების სარეკორდო სერიაც გაიმეორა. ჩვენი ქვეყნის გუნდმა C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები ორით ნული დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა თითო ტაიმში თითო გოლის გატანა მოახერხეს. პირველ ნახევარში ანგარიში ავტო გოლით გაიხსნა, ხოლო საბოლოო შედეგი ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელსაც საგოლე გადაცემა ბუდუ ზივზივაძემ გაუკეთა.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით ხუთ ტურში 13-ი ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი ოფიციალურად გაინაღდა. ბოლო შეხვედრას კი 26 სექტემბერს გიბრალტარის ნაკრების წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პოლონეთმა მოსახლეობისთვის იოდის აბების დარიგება დაიწყო

* ირანში მთავრობის მომხრეები, აქციის მონაწილეების სიკვდილით დასჯას ითხოვენ

* "ბოლნისმა ნიჭიერი, სიცოცხლით სავსე ნინო ჯაფარიძე დაკარგა" - ბოლნისის მერი სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები