ევროპის ჩემპიონატი იწყება!
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც ტრადიციულად საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
ევროპის ჩემპიონატზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან, დღეს იასპარეზებენ: რობერტ დინგაშვილი (57კგ) - 23-წლამდელთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2019); 20-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის (2016) და ბრინჯაოს(2015) პრიზიორი;
ედემი ბოლქვაძე (65კგ) - 23-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის პრიზიორი (2019); 20-წლამდელთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2017);
გიორგი ელბაქიძე (70კგ) - 23-წლამდელთა შორის მსოფლიო (2022) და ევროპის (2022) ჩემპიონი; 17-წლამდელთა შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2016);
ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) - ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი (2022); 23-წლამდელთა შორის მსოფლიო(2022) ჩემპიონი და ევროპის ვერცხლის (2023) და ბრინჯაოს (2021) პრიზიორი; 17-წლამდელთა შორის ევროპის ვერცხლის (2017) და ბრინჯაოს(2018) პრიზიორი;
გივი მაჭარაშვილი (97კგ)-2019 წლის ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი; მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი(2022); 23-წლამდელთა შორის მსოფლიო (2018) და ევროპის (2017) ჩემპიონი, ევროპის ბრინჯაოს 3-გზის (2016, 2018, 2019) პრიზიორი; 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი (2017) და ვერცხლის პრიზიორი (2016), მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი (2017); 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი (2014) და
მსოფლიოს (2013) და ევროპის (2014) ბრინჯაოს პრიზიორი.
კონტინენტის პირველობის წინარე პრესკონფერენციაზე მიწვეული იყო მსოფლიოს 3-გზისა და ევროპის 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ქართული საჭიდაო სკოლის ტრადიციებზე და მომავალზე, ასევე თავის უშუალო კონკურენტებზე.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:
თავისუფალი ჭიდაობა:
57 კგ - რობერტ დინგაშვილი
61 კგ - შოთა ფარტენაძე
65 კგ - ედემი ბოლქვაძე
70 კგ - გიორგი ელბაქიძე
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე
86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი
92 კგ - მირიან მაისურაძე
97 კგ - გივი მაჭარაშვილი
125 კგ - გენო პეტრიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი იანტბელიძე
მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, დავით ხურცია, ლევან ჩერტკოევი
ექიმი-რეაბიტოლოგები: თემურ მგელაძე, ლევან ფილოიანი.
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია
60 კგ - ფრიდონ აბულაძე
63 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - ჯონი ხეცურიანი
72 კგ - რამაზ ზოიძე
77 კგ - იური ლომაძე
82 კგ - გელა ბოლქვაძე
87 კგ - ლაშა გობაძე
97 კგ - რობერტ კობლიაშვილი
130 კგ - იაკობ ქაჯაია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გეგეშიძე
მწვრთნელები: ბექა როყვა, შალვა გადაბაძე, შმაგი სახლთხუციშვილი
ექიმი-რეაბიტოლოგები: ლაშა ღონღაძე, ალექსი ბუზალაძე.

ფოტოები აღებულია საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ოფიციალური Facebookგვერდიდან.
1779109729
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6774 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6789 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1779109509
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: თავად ამ ადამიანებმა, ვინც დღეს სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის ძალადობისთვის, უნდა გააცნობიერონ და დაფიქრდნენ, რომ ისინი არიან ავანტიურისტი პოლიტიკოსებისა და საქართველოსთვის ბოროტის მსურველი უცხოელების პირადი პატიმრები
ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდის ძალადობისთვის, პოლიციელებზე ძალადობისთვის, პარლამენტისა და სხვა შენობების გადაწვის მცდელობისთვის, ქვეყნის ამოტრიალების სურვილისთვის, ეს ადამიანები არიან სწორედ ამ პ...
1779108856
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში რამდენიმე სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის...
1779108783
ახალი ამბებისაქართველო-აზერბაიჯანს შორის აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 20 წლით გაგრძელდება, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს
აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულების 20 წლით გაგრძელებას, რაც სოციალური გაზმომარაგების უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობს, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავ...
1779108238
ახალი ამბებისუს-ი: 15 მაისს, სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 15 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...































