ფენომენალური ხვიჩა-"ნაპოლი"-მ "იუვენტუსი" დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში "ნაპოლი"-მ "იუვენტუსს" უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას და ჯაკომო რასპადორის გოლებით 2:1 დაამარცხა. 

აღნიშნული შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. "იუვენტუსი" ჩემპიონობისთვის იბრძვის და ვინაიდან "ინტერს" დიდი სხვაობით ჩამორჩება, თითოეული დაკარგული ქულა მიზანს აშორებს, "ნაპოლი" კი სეზონის გადარჩენას და მინიმუმ ევროზონაში შესვლას ცდილობს. გარდა ამისა, ნეაპოლელებს "განსაკუთრებული" დამოკიდებულება აქვთ ტურინელების მიმართ და მატჩის დაწყებამდეც იგრძნობოდა, რომ სტადიონის მომსახურე პერსონალი თუ რიგითი გულშემატკივარი ერთიანი მობილიზებით, მზად იყვნენ ბრძოლისთვის და გამარჯვებისთვის. 

თამაში თავიდანვე გაიხსნა და ორივე გუნდი სახიფათოდ უტევდა. მე-10 წუთზე ანგარიშის გახსნა ვლაჰოვიჩს შეეძლო, რომელმაც თავური დატყმით ბურთი მერეტის კარს ცოტათი ააცილა. მასპინძელთა შეტევებს კი ტურინელები წესების დარღვევით აჩერებდნენ, განსაკუთრებით ქართველი შემტევის მიმართ უხეშობდნენ და 10 წუთიან მონაკვეთში ხვიჩას წაქცევისთვის ორი ყვითელი ბარათი  დაიმსახურეს.

34-ე წუთზე კვლავ ვლაჰოვიჩს გატანა, თუმცა გარდაუვალ გოლს "ნაპოლი" ძელმა გადაარჩინა. 37-ე წუთზე კვარამ საკუთარი ნახევრიდან წამოიწყო შეტევა, "იუვეს" საჯარიმოში დაუბრკოლებლად შევიდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული შჩესნიმ ადვილად დაიმორჩილა.

42-ე წუთზე კი ნეაპოლელთა და ქართველთა აღმაფრთოვანებელი ეპიზოდი დადგა- დი ლორენცოს ჩაწოდების შემდეგ ბრემერმა საჯარიმოდან ბურთი კარგად ვერ გამოიტანა, ხვიჩამ კი მიწაზე დაუშვებლად კარისკენ დაარტყა და გადაჭედილი ტრიბუნები სიხარულისგან გააგიჟა.

ეს კვარაცხელიას მე-9 გოლი იყო მიმდინარე სეზონში, ბოლო ორ მატჩში კი მესამე. 

მეორე ტაიმში "ნაპოლი" ბურთს აკონტროლებდა და თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა, სახიფათო მომენტებიც ნაკლებად იქმნებოდა, თუმცა 81-ე წუთზე კიეზა მახვილი კუთხიდან შეიჭრა ნეაპოლელთა საჯარიმოში და ნახევრად ეპიზოდი გოლად აქცია.

88-ე წუთზე სტუმრებმა ოსიმენის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში იუხეშეს და VAR-ის დახმარებით პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა შეასრულა, მაგრამ უხეიროდ დარტყმული შჩესნიმ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ჯაკომო რასპადორიმ ყველას დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივრები რამდენიმე წუთი ადგილიდან არ იძვროდნენ და დამსახურებულ აპლოდისმენტებს მიაგებდნენ თავიანთ საყვარელ ფეხბურთელებს. 

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ბედნიერი ჩანდა ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა, რომლის ხელში "ნაპოლი"- მ 4 თამაშიდან 2 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა:

"ძალიან ბედნიერი ვარ ამ გამარჯვებით. ვნახე გუნდი, რომელიც იზრდება. 

ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია. რაც უფრო მეტ სიმშვიდეს მაძლევს არის ის, რომ მოწესრიგებულ და შეკრულ გუნდს ვხედავ. ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ წინსვლის და მაქსიმუმის გაცემის მიზნით.

კვარა და ოსიმენი ორივე უძლიერესი და ფუნდამენტური ფეხბურთელია ამ გუნდისთვის. მათ გაიარეს რთული მომენტები, მაგრამ ახლა პრაქტიკულად თავიანთ დონეს დაუბრუნდნენ". 

ქართველი ფორვარდის თამაში დადებითად შეაფასა წამყვანმა ანალიტიკურმა სააგენტოებმა: Flashscore 7.7 ქულა, Sofascore 8.0 ქულა, Whoscored 8.0 ქულა. ხოლო იტალიურმა პრესამ კვარას გარჯა "ფენომენის დაბრუნებად" მიიჩნია. 

ამ გამარჯვებით" ნაპოლი"-მ 43 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი ასევე საშინაო არენაზე "ტორინო"-ს წინააღმდეგ გამართავს. 

სპეციალურად Exclusivetv.ge-სთვის ნეაპოლიდან

ია ლალუაშვილი

ალექსანდრე ნიაქაბაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714237741

ახალი ამბები

„ევროპარლამენტმა „ენჯეოების“ წერილის საფუძველზე 2016 წელს მთავრობას რეკომენდაცია მისცა, პატრიარქისთვის საჯაროდ თავისუფლად აზრის გამოხატვის უფლება შეეზღუდა“ - დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

„ევროპარლამენტმა, ამხელა ორგანომ მიიღო პირდაპირ პატრიარქის საწინააღმდეგო რეკომენდაცია. სხვათა შორის ეს „ენჯეოების“ მიერ მომზადებული წერილი იყო“,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „დღის ქრონი...

ალექსანდრე გალდავა

1714235283

ახალი ამბები

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (-100 კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სულამანიძე ფინალურ ორთაბრძოლაში ინდივიდუალური ათლეტის სახელით მოასპარეზ...

ილია სულამანიძე

1714235040

სოციალური მედია

„გთხოვთ, დამეხმაროთ 2 გოგოს პოვნაში, რომლებიც წელს ამთავრებენ სკოლას და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის“ - ელისო ყეინიშვილი

სოციალური ქსელის მომხმარებელი ელისო ყეინიშვილი სტატუსს აქვეყნებს და ეძეს 2 გოგოს, რომლებიც სკოლას წელს ამთავრებენ და არ აქვთ საშუალება იყიდონ ახალი კაბა ბანკეტისთვის.  „ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, დამ...

 ელისო ყეინიშვილი

1714230963

ახალი ამბები

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (-90კგ) ზაგრებში მიმდინარე ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბექაურმა აზერბაიჯანელი მურად ფატიევი იპონით დაამარცხა და საქართველო...

ძიუდოისტი ლაშა ბექაური

1714226420

სოციალური მედია

ნანიკო ხაზარაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, ტელეწამყვანს მამა გარდაეცვალა.  „გარდაიცვალა მამაჩემი, პანაშვიდი ხვალ, ზეგ ვაკის სამება 5 სთ დან, დაკრძალვა სამშაბათს, ისევ ვაკის სამებ...

ნანიკო ხაზარაძე