"გუბანოვა სულ სხვა სტილია, ნასტასია არ ებრძვის ყინულს, არ თხრის მის ზედაპირს ციგურებით. დასრიალებს და დაცურავს - მას თუკი რამე აკლია,აკლია იმიტომ რომ ვარჯიშობს საბჭოთა ტრადიციებით"
ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი გოგი გვახარია ანასტასია გუბანოვას შესახებ წერს:
"გუბანოვა სულ სხვა სტილია.
სწორედ ესაა ფიგურული სრიალი და არა გაწვრთნილი ბავშვების ხელაწეული ტრიალი ჰაერში.
ნასტასია არ ებრძვის ყინულს, არ თხრის მის ზედაპირს ციგურებით. დასრიალებს და დაცურავს.
მაგრამ თუკი რამე აკლია, აკლია იმიტომ, რომ შემოქმედებითობას, სიახლეს, გაბედულებას მოკლებულ „რუსულ სივრცეში“ ვარჯიშობს (საბჭოთა ტრადიციებით). მას ახლა სჭირდება სხვა ქვეყანაში ჰაერის გამოცვლა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოყენება.
ასეთი ქვეყანა არ იყო რუსეთი, სადაც გუბანოვა ახლოსაც არ გაიკარეს „ბროლის ბავშვებმა“. ასეთი ქვეყანა არც საქართველოა, სადაც ამდენი წელია არც ოლიმპიური სტანდარტების ყინულის მოედანი გაკეთდა და ვერც საერთაშორისო დონის მწვრთნელების გუნდი შეიკრა.
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ 2 წლის წინ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა ამ გოგონაზე, რომელიც გახდა საქართველოს მოქალაქე და ოლიმპიადაზეც გამოვიდა.
აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა გამონახა თანხები მისი მწვრთნელისთვის, ქორეოგრაფისთვის, შეჯიბრებებზე გამგზავრებისთვის.
გუბანოვას გამარჯვება სტიმული შეიძლება გახდეს ქართველი გოგონებისა და ბიჭებისთვის, და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელმაც ნასტიას გამარჯვება მიულოცა.
ნასტია გუბანოვა 2 წელია საქართველოს მოქალაქეა.
როგორც ამბობს, „უყვარს ქართული კულტურა, არქიტექტურა, ქართული კერძები“... მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ „მადლობა“ იცის და არ ვარ დარწმუნებული, რომ თავის პირველ სამშობლოს ოკუპანტ ქვეყნად აღიარებს",- აცხადებს გვახარია.
წყარო: რადიო თავისუფლება
1772346903
მსოფლიოირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა აღსასრულს მიუახლოვდა
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი სოციალურ ქსელში ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ალი ხამენეის სიკვდილით ისლამური რესპუბლიკა ფაქტობრივად აღსას...
1772345602
ახალი ამბებიდონალდ ტრამპი: ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ხამენეი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი, მკვდარია“. როგორც ტრამპი აღნიშნავს, ეს არის სამართლიანობის აღსრულება არა მხოლოდ ირანელი ხალხისთვის...
1772345476
მსოფლიოირანის სახელმწიფო მედიამ აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა
ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ ქვეყნის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. მათივე ცნობით, ქვეყანაში 40-დღიანი გლოვაა გამოცხადებული. დადასტურებიდან მალევე,...
1772345368
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს,...
1772310719
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...































