ილია სულამანიძე ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულდა ჰეიდარ ალიევის სახელობის გრან სლემი ძიუდოში. საქართვთლოს ნაკრების წევრებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მოპოვება შეძლეს, ჩემპიონი გახდა ილია სულამანიძე(100კგ), ხოლო გურამ თუშიშვილმა(+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა(57კგ) ვერცხლის მედლები დაისაკუთრეს.ა

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი სულამანიძე ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელი, ბრიტანელი, ხორვატი და ფრანგი მეტოქეები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი ვაზარით მოუგო ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ მატვეი კანიკოვსკის და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმე წონაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს და ბრინჯაოს, ასევე ევროპის ჩემპიონატების ოქროს, 3 ბრინჯაოს და ევროპული თამაშების ოქროს მედალოსან გურამ თუშიშვილს. მომავალი ფინალისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება. მოუგო ტაჯიკ, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ  და ყაზახ მეტოქეებს, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში იპონით დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ინალ ტასოევთან.

მხოლოდ ფინალში დამარცხდა ეთერ ლიპარტელიანი ოლიმპიურ ჩემპიონ ნორა გიაკოვასთან, მანამდე კი ბრაზილიელ, ფრანგ და პორტუგალიელ მეტოქეებს იოლად მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა, ასევე მეორე ადგილი ერგო ქალთა და კაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1700856686

საინტერესო ამბები

ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა

"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...

საქართველო

1700847959

ემიგრაცია

ანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...

საბერძნეთი

1700847575

ემიგრაცია

ნიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა

1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...

ემიგრაცია

1700837199

საქართველო

26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!

26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...

ევროვიზია

1700652744

ბიზნესი

საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს

Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...

ხელფასი