ხვიჩა კვარაცხელია: "ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს-ფეხბურთს ვთამაშობ"

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჟურნალმა ხვიჩა კვარაცხელია "მილანთან" მატჩის შემდეგ გამოარჩია და ინტერვიუ ჩაწერა. ხვიჩამ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა-პასუხისმგებლობაზე, ნეაპოლზე, ბათუმში გატარებულ დროზე, დიეგო მარადონასთან შედარებაზე:

  • "ნაპოლი"-ში თამაში ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ხანდახან მხრებზე მეტისმეტ ტვირთს ვგრძნობ, მაგრამ შემიძლია ამას გავუმკლავდე. ეს არ არის მნიშვნელოვანი, რადგან ფეხბურთი 11x11-ზე თამაშია - როცა მოედანზე გავდივარ, ზეწოლა სადღაც ქრება. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს - ფეხბურთს ვთამაშობ.
  • ნეაპოლი ფეხბურთით ცოცხლობს. მიხარია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ. აქ სულ სხვა სიჩქარეებია. თითქმის ყველა ფეხბურთელი ძალიან ტექნიკურია, მათ კარგად იციან შეტევაც და დაცვაც, ფეხბურთის ნებისმიერი ასპექტი. ჩემი აზრით, ადაპტაცია ძალიან მალე გავიარე და ჩემთვის ახალ ტურნირს კარგად შევეწყვე.
  • ბათუმში გატარებულმა ორმა თვემ მონდომება და ენერგია დამიბრუნა, რომელიც მეგონა, რომ დავკარგე. ფანები სტადიონს ავსებდნენ და ბრწყინვალე ატმოსფეროს ქმნიდნენ.
  • მარადონა ნეაპოლში მეფეა. როცა პირველად გავიგე ჩემი გვარი მასთან მიმართებით, მეგონა, სიზმარში ვიყავი. დიდებულია, როცა ასეთ ფეხბურთელს გადარებენ. უკან რომ ვიხედები, ძნელი წარმოსადგენი იყო პატარა ერის წარმომადგენლისთვის კარიერის ასე განვითარება, მაგრამ ამბიციური ვარ. ყოველთვის მჯეროდა ჩემი ოცნების, რამაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ხვიჩამ 9 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. 

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715778804

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 15 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7323 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6866 ლარი იყო.  გამყარდა ევრო, რომლის...

კურსი

1715777892

სოციალური მედია

„აქციების ირგვლივ რაც ხდება, ესაა საზოგადოებაში პანიკის დათესვის მორიგი ხელოვნური მცდელობა!“ - რას წერს ლუკა ეხვაია

„ყოველთვის, როდესაც საუბრობენ დასავლეთის კულტურული პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, როგორიცაა LGBTQ+ პროპაგანდა და ზოგადად, დასავლური კულტურული ჰეგემონია, მხედველობიდან რჩებათ, რომ აშშ-ის ჰეგემონიურ...

ლუკა ეხვაია

1715774163

ახალი ამბები

გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლის“ ინტერესის სფეროშია

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.  როგორც Marca იტყობინება, ინგლისურ კლუბში ნიკ პოუპის, მარტინ დუბრავკას და ლორის კარიუსის თამაში...

იტალია

1715770384

საზოგადოება

რას ამბობს მერაბ დვალიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ავარიაში მოყვა

ქართველი „რკინის კაცი“, იგივე მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და თავის გამომწერებს ცხოვრებისეულ სიახლეებსა და სახალისო მომენტებს ხშირად უზიარებს. ამჯერად სპორტსმენის მორიგი ვიდეო ვრც...

ააა

1715768526

სპორტი

„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“ - ილია თოფურია

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში. როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებ...

მებრძოლი ილია თოფურია