ხვიჩა მხოლოდ „ნაპოლიზე“ ფიქრობს, უკვე ვარჯიშობს და შაბათს „სალერნიტანასთან“ ითამაშებს - მამუკა ჯუღელი

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა სპორტულ პორტალ „ჩემპიონატთან“ განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ჯანმრთელადაა და ინფორმაცია მისი ტრავმის შესახებ ჭორია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის თასზე „კრემონეზესთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა, ხვიჩა კვარაცხელიას კი არ უთამაშია.

„ლუჩანო სპალეტიმ ასე გადაწყვიტა, რომ ხვიჩა დაასვენა. ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებს. ხვიჩა უკვე ვარჯიშობს და შაბათს „სალერნიტანასთან“ ითამაშებს. სპალეტიმ გადაწყვიტა, რომ განაცხადში არ შეეყვანა, მიუხედავად იმისა, რომ „ნაპოლის“ სხვა ლიდერები სათადარიგოთა შორის იყვნენ და პენალტების სერიამდე მოედანზე შევიდნენ. ამაში არაფერია გასაკვირი. სრული დასვენება ნიშნავს სრულ დასვენებას“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ქართველის მიმართ როგორც „მანჩესტერ სიტის“, ასევე „არსენალის“ ინტერესზე საუბრობდნენ. „დეილი მეილში“ გამოქვეყნებული სტატია სავსეა ქართველის ქებით – კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის ნომერ პირველ საფრთხედ არის დასახელებული. ჯუღელმა კი უარყო, რომ ხვიჩა „ნაპოლიდან“ წასვლაზე ფიქრობს.

„მსგავსი შემოთავაზება არც მე მიმიღია და, ვფიქრობ, არც „ნაპოლის“ შტაბბინას. ამჟამად ყველასთვის გასაგებია, რომ მთელი მისი ფიქრები „ნაპოლისკენაა“ მიმართული. თუ არის სერია A-ს მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლის შანსი, სხვა რაზე შეიძლება ვიფიქროთ? იტალიის ჩემპიონატში 9-ქულიან უპირატესობას იოლად ვერავინ გადალახავს. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „აინტრახტს“ ვხვდებით და, ვფიქრობ, რომ ეს ბარიერი უნდა გავიაროთ. „ნაპოლიში“ არის მიზნები, რისთვისაც ხვიჩას შეუძლია ბრძოლა“, – თქვა კვარაცხელიას აგენტმა.
საუბარი თანხასაც შეეხო. დღეს გაჩნდა გარკვეული სატრანსფერო ორიენტირი – „შახტარმა“ მუდრიკის „ჩელსიში“ გადასვლის საფასურად 100 მილიონი ევრო მიიღო. „იუვენტუსის“ ყოფილმა დირექტორმა, ლუჩანო მოჯიმ სხვა შედარება გააკეთა:

„თუ მოუქნელი ლუკაკუ, რომელიც ბურთსაც ვერ აჩერებს, 100 მილიონი ევრო ღირს, მაშინ უფრო ტექნიკურ კვარაცხელიას სრულიად განსხვავებული სატრანსფერო თანხა უნდა ჰქონდეს“.
თუმცა, ჯუღელმა ამაზე საუბარი არ განავრცო: „ეს არის ის, რაზეც ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობთ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1680105600

ახალი ამბები

პრეზიდენტი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს

 ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს, - ასე მიმართა  საქართველოს პრეზიდენ...

სალომე ზურაბიშვილი

1680103800

ბიზნესი

რამდენად შეიძენთ ევროს, დოლარს და თურქულ ლირას 30 მარტს

29 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და კურსის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინ...

ბიზნესი

1680102000

ემიგრაცია

“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა

“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო სიბოშვილმა,  ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა. სიახლის შესახებ ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისთვის გაზეთის დაფუძნება...

ზოგადი

1680100200

საზოგადოება

NGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან

 მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მ...

ზოგადი

1680098400

ემიგრაცია

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა

გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით,...

გერმანია