"კვარა" ჩემპიონია!

დასრულდა 33 წლიანი ლოდინი და "ნაპოლი" კვლავ ჩემპიონია, რიგით მესამედ და რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ნეაპოლელთა ვარსკვლავი და ჩემპიონობის ერთ-ერთი შემოქმედი ქართველი ხვიჩა კვარაცხელიაა. 

"კვარა" გუშინდელ მატჩშიც წამყვანი ფიგურა იყო და სკუდეტო-გოლიც მისი აქტიურობით გავიდა. პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "უდინეზესთან" სტუმრად მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა, მაგრამ მარტივი მიზანი ჰქონდა: მინიმუმ შეხვედრა ფრედ დაესრულებინა და ჩემპიონი გახდებოდა. ასეც მოხდა: კვარაცხელიას შორეული გასროლა, მეკარის უხერხული მოგერიება, ოსიმენის დამატება და სკუდეტო-გოლი. მატჩი სასურველი შედეგით 1:1 დასრულდა და ნეაპოლში დიდი ზეიმი დაიწყო.

"ნაპოლის" ოფიციალური გაჩემპიონების შემდეგ ყველა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ განვლილი სეზონი შეაფასა და ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს წვლილს: 

Calciomercato.com-შეფასება 10 ბალი:

"კვარავაჯო, კვარადონა-უწოდეთ რაც გინდათ, მაგრამ ის უბრალოდ საუკეთესო ტრანსფერია ბოლო წლების განმავლობაში. "ნაპოლიმ" იპოვა ნამდვილი ტალანტი, რომელმაც გოლებით და საგოლე პასებით ამ გუნდის ლიდერობა მოახერხა და ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახდა".

Sportmediaset-შეფასება 10 ბალი:

"სეზონის ყველაზე ლამაზი სიურპრიზი. პირველივე დღიდან დამანგრეველი გავლენა, მოქმედებები მოედანზე, რომელმაც "ნაპოლის" ფანების თვალები გაანათა და ოცნებების უფლება მისცა. "კვარადონა"-როგორც მას თავიდანვე შეარქვეს, "ნაპოლის" სიმბოლური სახეა, ოსიმენთან ურთიერთგაგება საოცარი იყო, იტალიაში მის პირველივე სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლები გაიტანა და საგოლე პასები გააკეთა, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სეზონის განმავლობაში ძალიან სტაბილური იყო. ის გახდა ჩვენი ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სამჯერ დაასახელეს თვის საუკეთესო მოთამაშედ (აგვისტო, თებერვალი, მარტი) და მხოლოდ ერთ სეზონში მისი საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა".

Corriere Dello Sport-შეფასება 10 ბალი:

"საუკეთესოს არჩევა ისეთი მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები. მისი ამბავი იმსახურებს დისნეის ზღაპარს. იყო ინსინიე, რომელიც მარცხენა ფლანგს ტოვებს და ჩამოდის ქართველი, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან კარგია და ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავდა, მაგრამ პირდაპირ ბათუმიდან და არცთუ ისე პრესტიჟული "დინამოდან" მოდის. ჯუნტოლის დახუჭული თვალებით სჯერა მისი და სპალეტი პირველივე ვარჯიშებზე იხიბლება. და ტიფოზები? მათ შეკითხვების დასმის დრო არც ჰქონიათ: კვარას პირველი ოფიციალური გოლის გასატანად მხოლოდ 37 წუთი დასჭირდა: მხოლოდ ოცდაჩვიდმეტი წუთი! არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც 37 წუთში რეცხვას ვერ ასწრებენ. ის სწრაფად ადაპტირდა იმ ჩემპიონატში, რომელმაც იმსხვერპლა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც იტალიაში ვერ აჩვენეს თავიანთი ნიჭი.

37 წუთი და თავით გოლი. ეს არ არის მისი სპეციალობა, უბრალოდ მან გააფრთხილა მსოფლიო, რომელიც მას ჯერ კიდევ აბუჩად იგდებდა, გაუგზავნა მათ მესიჯი: "მე შემიძლია გოლის გატანა ნებისმიერი მეთოდით".

კვარა რთულ საქმეებს მარტივს ხდის. მთვარის მოტანაც რომ გეთხოვათ, ის ალბათ გამოჩნდებოდა თქვენს სახლში თანამგზავრით და ბოდიშს მოიხდიდა 2 წუთით დაგვიანებისთვის. მასზე სტატისტიკას მეტყველებს, მაგრამ გულშემატკივრებმა იციან, რომ ციფრები განცდების დამახინჯებული სარკეა. გოლებისა და საგოლე პასების გარდა, კვარას მუდმივი ყოფნა მოედანზე, თუნდაც ყველაზე ცუდ მატჩებში, ბევრს ნიშნავდა. ბრაზილიელი გარემარბივით თამაშობს, კარის წინ აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როცა არასასიამოვნო მეტოქეებს ხვდება, მაინც ახერხებს 3-4-ჯერ გაქცევას და კარისკენ მიდის. როდესაც მოწინააღმდეგე მწვრთნელები ბოლოს და ბოლოს ხვდებიან, რომ ერთი მცველი საკმარისი არაა მის შესაჩერებლად, მეურვეობას აორმაგებენ, მაგრამ ის პოულობს გზას, რომ ისინი მოატყუოს. ვინც მის წინააღმდეგ ითამაშა, არასოდეს დაივიწყებს მის სახელს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეთა უმრავლესობას მოუწია მისთვის უფრო დიდი ხანი ზურგიდან ეყურებინა, ვიდრე მისი სახე დაენახათ.

კვარა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრევს ამ ქალაქის გრძნობებს. ეს "სკუდეტო" ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომავალ წელს ნაპოლი მაისურებს რომ შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს მისი გვარი უნდა ეწეროს: კვარაცხელია".

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა.

მასალის გამოყენების პირობები






სხვა სიახლეები

1715708582

ახალი ამბები

პრემიერი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე: თუ იქნება რაიმე შენიშვნები, მზად ვართ დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო'ბრაიენსაც დავუდასტურე

 „კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურეო'ბრაიენსაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრ...

ირაკლი კობახიძე

1715706942

ახალი ამბები

აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს - შსს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საპროტესტო აქციაზე პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 1...

შსსს

1715697809

ახალი ამბები

„ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2“ - ალექსეი გონჩარენკო საქართველოზე

„ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის - ან ექნებათ რევოლუცია, ან ისინი გახდებიან ბელარუსი 2“, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში უკრაინული რადას ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პარლამენტის...

ალექსეი გონჩარენკო

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი