კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, ჟელინსკიმ ახლო მანძილიდან ააცილა კარს, კვარაცხელიას დარტყმულიც არაზუსტი აღმოჩნდა. შემდეგ ხვიჩა საჯარიმოში წააქციეს, მან ზიდიზედ მეორე შეხვედრაში მოიპოვა პენალტი და ჟელინსკიმ გაიტანა. „ნაპოლიმ“ დიდი ძალებით დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა და ალბათ, მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა. ისევ გაიჭრა კვარაცხელია, დაარტყა და მეკარე სილვესტრიმ არ დაანება გატანა. მერე „კვარამ“ მარიო რუი პირისპირ შეჰყარა სილვესტრის, თუმცა პორტუგალიელმა შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, გატანის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა ოსიმენმა და ანგარიში გაზარდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა. „კვარამ“ ლამაზი ფინტებით დაგვამახსოვრა თავი, მერე ბურთი ორჯერ გაარტყა ძელს, მეურვეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, ხოლო 74-ე წუთზე მცველს ბურთი მოჰპარა, სილვესტრის გასცდა და 16 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა. 81-ე წუთზე სამარჯიჩმა საოცარი დრიბლინგი განახორციელა და სხვაობა შეამცირა. ცოტა ხანში კი ხვიჩა ფლანგზე გაიჭრა და სიმეონეს საგოლე პასი გაუკეთა. ქართველი 83-ე წუთზე შეცვალეს, გარსია გადაეხვია, ტიფოზებმა კი აპლოდისმენტებით გააცილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კვარაცხელიამ DAZN-თან კომენტარი გააკეთა:
"კარგა ხანი გოლი არ მქონდა გატანილი, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. გასაგებია, ვნერვიულობდი და ძალიან მიხარია, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე.
რა შეიცვალა ამ დღეებში? "სასუოლოსთან" დაპირისპირების შემდეგ ერთმანეთს დაველაპარაკეთ და ვთქვით, რომ მოგება გვჭირდებოდა. იგივე ვუთხარით მწვრთნელს.
არის თუ რა ეს ნამდვილი "ნაპოლი"? ჩვენ, ალბათ, დავბრუნდით. შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს, წინსვლას მთელი ძალით უნდა ვეცადოთ.
წინ "ნაპოლი"!"
Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 9.7 ქულით შეაფასა, Sofascore-მა - 9.4-ით, ხოლო Flashscore-მა - 9.2-ით.
ნამატჩევს კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ გააკეთა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:
"ჩემზე არ ინერვიულოთ, ცოტა გამოცდილება და ფართო მხრები მაქვს. ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბევრი მომენტი შექმნეს, გამახარეს. "კვარა" ძალიან კარგი იყო, ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა, შემდეგ გაიტანა, რაც მომავალში სიმშვიდეს მოუპოვებს, ახლა გაცილებით გაუადვილდება. ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ, ვურჩიე, უგოლო სერიაზე არ ეფიქრა და თამაშისგან სიამოვნება მიეღო. ის უნიკალური ფეხბურთელია, რომელიც მეურვეს ატყუებს. ასეთები ბევრი არაა. მას განსაკუთრებული უნარები გააჩნია და მოვუწოდებთ, ისევ იგივე გააკეთოს. დიდი "კვარა" დაგვიბრუნდა. ოსიმენი შევაქე. ჩვენ თავიდანვე შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. გამიხარდა, რომ დღეს გაიტანა. ბოლო შეხვედრებში მასაც ჰქონდა უიღბლობა. ბოლონიაში ყველანი იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი არავის არ უნდოდა მისთვის ტკივილი მიეყენებინა. "ინსტაგრამიდან" "ნაპოლის" სურათები წაშალა? რასაც უნდა, იმას გააკეთებს. მას უყვარს გუნდი და მისთვის ბოლომდე იხარჯება".
ფოტო: ნაპოლის ოფიციალური Facebook გვერდიდან
მასალა მომზადებულია sportall.ge-ს მიხედვით.
1700856686
საინტერესო ამბებიალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა
"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...
1700847959
ემიგრაციაანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...
1700847575
ემიგრაციანიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...
1700837199
საქართველო26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!
26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...
1700652744
ბიზნესისაქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს
Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...