„ლობჟანიძე ძალიან დამწუხრებულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მხარში დავუდგეთ“ - ვილი სანიოლი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჩეხეთთან ფრედ ჩატარებული მატჩი შეაფასა.

მან აღნიშნა, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ქულის აღება მნიშვნელოვანი მიღწევაა, თუმცა, მისივე თქმით, ჯერ დასრულებული არაფერია და ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიის წინააღმდეგ გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.

„პირველი 15 წუთი ფეხბურთელები გასახდელში გულდაწყვეტილები და გაბრაზებულები იყვნენ, თამაში რომ ვერ მოიგეს, შემდეგ კი გააანალიზეს, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი ქულა მოუტანეს. სანამ ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდით, რომ ეთქვათ ქულას აიღებო, გულდაწყვეტილები არ ვიქნებოდით, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა.

ჩეხეთს ძალიან ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს. გიორგი მამარდაშვილი მართლაც გამორჩეული იყო. ამ ტურნირზე ჩვენი მთავარი მიზანი გამოცდილების მიღებაა. ის მატჩი, რაც დღეს ვნახეთ იყო უმაღლესი დონე, რადგან 90 წუთი ერთ დონეზე, ერთ ტემპში მიდიოდა თამაში.

არ მინდა ვთქვა, რომ პატარა დიდის წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა, ეს პორტუგალიაა და ყველაფერი ნათქვამია. გამარჯვება ურთულესი იქნება. ახლა მთავარია ძალები აღვიდგინოთ და ჯგუფის ბოლო მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ. დასრულებული არაფერია. სანამ შანსი ბოლომდე არსებობს, უნდა გამოიყენო. შემადგენლობის გადახალისებას არ ვგეგმავ, რადგან პორტუგალიასთან მიზანი გამარჯვება იქნება“, - განაცხადა სანიოლმა.

მან საბა ლობჟანიძის მიერ, ბოლო წუთზე გაფუჭებულ მომენტზეც გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილი ნაკრებს დაეხმარება.

„ლობჟანიძე ძალიან დამწუხრებულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მხარში დავუდგეთ. მომდევნო საათებში და დღეებში მის გვერდში უნდა ვიყოთ. იმედია, კიტეიშვილი ბოლო მატჩისთვის მზად იქნება, მკურნალობის პროცესი მიმდინარეობს და ყველაფერი მალე გვეცოდინება“, - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან ფრედ, 1:1 ითამაშა, ხოლო 26 მაისს პორტუგალიასთან შეხვედრა ელის. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1721028532

ჰოროსკოპი

„მოიშორეთ ყველაფერი რაც გიშლით ხელს... არ დაანგრიოთ სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე

„მიმდინარე კვირა საინტერესოა, თუმცა გთხოვთ ორშაბათი და სამშაბათი ყურადღებით გაიარეთ, რადგან ცის კაბადონზე შტორმია. მარსი და ურანი ორი ბოროტი პლანეტა უერთდება ერთმანეთს კუროს ზოდიაქოს ნიშანში, რაც ზრდი...

 მიხეილ ცაგარელი

1721025671

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს. „კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდ...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

1721023560

სოციალური მედია

„საქართველოში აღარავინ მოუსმენს ფანოღსა და იაფფასიან ესტრადას... სულ რაღაც100 წელიწადში ყველასათვის შეურაცხმყოფელი იქნება“ – ტარიელ სუარი

მუსიკოსი, ია ფარულავას ყოფილი მეუღლე ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მომავალში მოსახლეობის 20% პროცენტი კლასიკური გიტარაზე იქნება შეყვარებული, 80% კი ფორტეპიანოზე.  „ცოტა...

ტარიელ სუარი

1721020898

საზოგადოება

„ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია“ - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს გიორგი მიქაუტაძეს, ნაკრებს და საქართველოს. „ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითო...

მამუკა მდინარაძე

1720990683

საზოგადოება

ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა. ეს, ამ ტურნირზე ერთი ქვეყნის მიერ მოპოვებული რეკორდული რაოდენობის ტიტულია. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონობა ოთხჯერ - 1964, 2008, 2012 და 2024 წ...

ევროპის ჩემპიონი