ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები -90კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

წონას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ორივე ქართველი: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.

მათ სრულად გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. ლაშა ბექაურმა პირველ წრეში ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი იპონით დაამარცხა, მეორე ეტაპზე სერბ ნემანია მაიდოვს ვაზარის უპირატესობით მოუგო, მეოთხედფინალში ორი ვაზარი აართვა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს მანსურ ლორსანოვს, ნახევარფინალში კი იაპონელი სანშირო მურაო ასევე ორი ვაზარით დაამარცხა. ლუკა მაისურაძემ პირველ წრეში უნგრელი როლანდ გოზი ორი ვაზარით, მეორე წრეში თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ ზგანკი იპონით დაამარცხა,  მეოთხედფინალში ნიდერლანდელს ნოელ ვან ტენდს სამი გაფრთხილება მიაღებინა, ნახევარფინალში კი იტალიელი კრიასტიან პარლატი ერთი ვაზარით ჩამოიშორა.

ფინალი ჩვენი ნაკრების ორ ლიდერს შორის დაძაბულად წარიმართა და ლუკა მაისურაძემ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის ვაზარის უპირატესობით დამარცხება და გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ასევე მსოფლიოს ტრიუმფატორი გახდა ტატო გრიგალაშვილი -81კგ წონით კატეგორიაში,  ხოლო მანამდე დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა -60კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ხვალ ტატამზე ვიხილავთ -100 კგ კატეგორიაში ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765561218

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: როგორც რუსეთის გარეშე ვერ დაასრულებენ უკრაინაში ომს, ისე ვერ მოხდება ტერიტორიების დეოკუპაცია - შიში აქვთ, ვაი და მოხდეს ისე, რომ რუსეთი დათანხმდეს და ორივე ოკუპირებული ტერიტორია მშვიდობიანად დაუბრუნდეს საქართველოს

„როდის აპირებენ გააპროტესტონ, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანა რუსეთია? მოითხოვონ რუსეთის გადატანა საქართველოდან შორს! იდიოტები, ჩვენი რეგიონის სახელმწიფოების პირველი პირები ესწრებოდნენ და სურათში უც...

დიმიტრი სამხარაძე

1765558507

ახალი ამბები

გური სულთანიშვილი: რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ, რომ ამ რეგიონში წყდება მშვიდობა - საქართველო აპირებს პრაგმატულ ეროვნულ პოლიტიკას და არა პრორუსულ კურსს

„ადრე თქვეს მეუფე შიოზე, რატომ მიიღო რუსეთში განათლებაო, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობას ბრიუსელში არ ასწავლიან. ასეა აქაც, რატომ მიიღო ირაკლი კობახიძემ მშვიდობის სამიტზე მონაწილეობაო, იმიტომ რომ ამ რეგ...

გური სულთანიშვილი

1765556374

ახალი ამბები

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც თეატრალიზებული მუსიკალურ...

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

1765556058

ახალი ამბები

გიორგი მდივანი: აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის აშკარა დაპირისპირებაა - აღმოსავლეთ ევროპა საკუთარი ლიდერებით ცდილობს ფუნდამენტურად ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების დაცვას და პირდაპირ ბრიუსელს უპირისპირდება

„ევროკავშირში ელექტორალურად ტრამპიზმის გამარჯვება ერთი ციკლით ჩამორჩება შეერთებულ შტატებს. იქ მემარჯვენე კონსერვატიული პარტიების ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ და მხოლოდ დროის საგანია“, - განაცხადა „დღის...

გიორგი მდივანი

1765553576

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპას აშშ-თან ურთიერთობაში მოუწია თავდაცვით რეჟიმში გადასვლა და აღიარება, რომ სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა არც დემოკრატიაა, არც მეგობრობა და არც პარტნიორობა

„აშშ-სა და ევროპას შორის მსოფლმხედველობითი კრიზისია“, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ გაიხსენა, რომ სხვის საქმეებ...

ირაკლი ქადაგიშვილი