მოკრივეთა 3 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე, 38 ქვეყნის 320 მოკრივეს შორის საქართველოს ნაკრები ათკაციანი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

ჩვენმა მოკრივეებმა კონტინენტის პირველობაზე 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მათ შორის ერთი ჯილდო გოგონათა ნაკრებზე მოდის.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო ლაშა გაგნიძე (63,5 კგ), მაგრამ ფინალში ესპანელ ოიერ იბარეჩესთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ბრინჯაოს მედლის მოპოვებით მისთვის საუკეთესო შედეგს მიაღწია გიორგი გუცაევმა (86 კგ) - ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მონტენეგროელ პეტარ ლიეშევიცთან დამარცხდა, თუმცა ამ ეტაპზე გასვლით უკვე განაღდებული ჰქონდა მესამე ადგილი.

ასევე ბრინჯაოს მედლით დაასრულა გამოსვლა რაჰიბა ისმაილოვამ (48 კგ)  - ნახევარფინალში თურქ ნურსელენ იაგეტეკინთან დამარცხდა.

წყარო: www.geonoc.org.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730017002

საზოგადოება

„38 წლის წინ დავიბადე სოხუმში“ - გიორგი გასვიანი იუბილარია

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი იუბილარია, იგი 38 წლის გახდა. „38 წლის წინ დავიბადე სოხუმში“, – წერს გიორგი გასვიანი. გიორგი სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. მათ შორის ერთ- ერთი ვინ მას...

 გიორგი გასვიან

1730012858

საზოგადოება

ქმრის გამარჯვების შემდეგ, ილია თოფურიას მეუღლე ფოტოებს აქვეყნებს

ილია თოფურიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მაქს ჰოლოუეი დაამარცხა. ბრძოლის პირველივე წუთებიდან თოფურიამ უპირატეს...

 ილია თოფურიას მეუღლე

1730010385

საზოგადოება

ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24 %-ით ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  3018 (97,011%) უბნის მონაცემები დათვალა.   ცესკოს ვებგვერდზე ამ დროისათვის გამოქვეყნებული 3018 (97,011%) საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 5...

ცესკო

1730009308

სპორტი

„ეს რაღაც ისეთია, რისი დაჯერებაც კი რთულია... გაუმარჯოს საქართველოს და ესპანეთს“ - ილია თოფურია

ისტორიაში პირველად, ქართველმა მებრძოლმა UFC-ის ჩემპიონის ტიტული დაიცვა და ქამარი შეინარჩუნა. ქართველმა მებრძოლმა მორიგი გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.  „პირველ რიგში მადლობა მინდა ღმერთ...

 ილია თოფურია

1729978029

საზოგადოება

ცესკოს განცხადება შედეგების ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსების ფორმატთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ცესკოს შედეგების ვებგვერდთან დაკავშირებით გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და დეტალები განმ...

გიორგი შარაბიძე