მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე

იტალიაში მიმდინარე ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ფიგურულ ციგურაობაში ვაჟთა შორის გათამაშდა მედლები და კვარცხლბეკზე ქართველი სპორტსმენიც ავიდა - 15 წლის კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მოკლე პროგრამის შემდეგ, სუპატაშვილი მეხუთე ადგილს იკავებდა 65,12 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 123,88 ქულა დაიმსახურა, რაც დღის საუკეთესო შედეგი იყო და ორი დისციპლინის ჯამში მეორე პოზიციამდე დაწინაურდა.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, ქართველ მოციგურავეებს აქამდე ორი მედალი ჰქონდათ. კონსტანტინე სუპატაშვილის წარმატებამდე, 1997 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე ვახტანგ მურვანიძე დაეუფლა ვერცხლს, 2017 წელს კი ნიკა ეგაძე გახდა ბრინჯაოს პრიზიორი.
ევროპის 2023 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალი 21 იანვარს დაიწყო და 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში სპორტის ცამეტ სახეობაში, ორმოცდაშვიდი ქვეყნის სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. საქართველო სპორტის ოთხ სახეობაშია (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) წარმოდგენილი, რვა სპორტსმენით.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵"ნაციონალურ მოძრაობას" ვუსურვებ, რომ დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად" - ალეკო ელისაშვილი
1680105600
ახალი ამბებიპრეზიდენტი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს
ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენ...
1680103800
ბიზნესირამდენად შეიძენთ ევროს, დოლარს და თურქულ ლირას 30 მარტს
29 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და კურსის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინ...
1680102000
ემიგრაცია“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა
“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო სიბოშვილმა, ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა. სიახლის შესახებ ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისთვის გაზეთის დაფუძნება...
1680100200
საზოგადოებაNGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან
მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მ...
1680098400
ემიგრაციაგერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა
გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით,...