მსროლელთა 7 ლიცენზია ევროპული თამაშებისთვის
პოლონეთში გასამართ III ევროპულ თამაშებზე საქართველოს სროლის სახეობათა ნაკრები 7 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
ახლახან დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე ლიცენზიები მოიპოვეს ტყვიის სროლაში: ნინო სალუქვაძემ, ლიზი კილაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა, ლევან ქადაგიძემ, კაკო მოსულიშვილმა და ცოტნე მაჭავარიანმა, ხოლო სასტენდო სროლაში: იაროსლავ სტარცევმა.
25-მეტრ დისტანციაზე სპორტული 5.66 მმ პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძე იასპარეზებს.
10 მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში პირად პირველობაში ლიზი კილაძე და მარიამ ფროდიაშვილი გამოვლენ, ხოლო გუნდურში მათ ნინო სალუქვაძე დაემატება.
ვაჟებში პირად პირველობაში ლევან ქადაგიძე და კაკო მოსულიშვილი მოსინჯავენ მიზანს, ხოლო გუნდურში ცოტნე მაჭავარიანი შეუერთდებათ.
შერეულ წყვილებში ორი გუნდი გვეყოლება- კილაძე-მოსულიშვილი და ფროდიაშვილი-ქადაგიძე.
სასტენდო სროლაში იაროსლავ სტარცევი მრგვალ სტენდზე ისვრის.
III ევროპული თამაშები 21 ივნისს გაიხსნება და მას პოლონეთის ქალაქები კრაკოვი-მალოპოლსკის სავოევოდო უმასპინძლებს. თამაშების პროგრამაში შესულია: სროლა(ტყვია, სასტენდო), მშვილდოსნობა, სინქრონული ცურვა, ბადმინტონი, 3×3 კალათბურთი, პლაჟის ხელბურთი, კაიაკი და კანოე, ველოსპორტი, ფარიკაობა, ტანვარჯიში, ძიუდო, კარატე, თანამედროვე ხუთჭიდი, სამთო რბენა, 7-კაცა რაგბი, ხელოვნურსაფარიან ტრამპლინიდან ხტომა, მეკლდეურობა, მაგიდის ჩოგბურთი, ტრიატლონი, ფრენბურთი (კლასიკურიც და პლაჟის), ჭიდაობა, ძალოსნობა და ბრეიქდანსი.
თამაშები სპორტის მთელ რიგ სახეობებში ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული, ზოგში კი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირია და პირდაპირ იძლევა ოლიმპიურ ლიცენზიებს.
წყარო: საქართველოს სროლის ეროვნული ფედერაცია.
1714916704
ახალი ამბებიმაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები
სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...
1714906860
ახალი ამბები6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალ...
1714904260
ახალი ამბებიროდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია
აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, საფლავთა კურთხევის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების სა...
1714901543
სოციალური მედია„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?
ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...
1714895045
სოციალური მედიახვიჩა კვარაცხელია საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველო ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ყველასათვის საამაყო, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. იგი ასევე აქვეყნებს ფოტოს სადაც სამოსზე აქვს...