საქართველო-შოტლანდია 2:2

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ, თბილისში გამართა. დინამო არენაზე ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ძალიან ახლოს იყო გამარჯვებასთან, მე-15 წუთზე ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, სტუმრებმა 49-ე წუთზე მაკტომინეის გოლით გაათანაბრეს, თუმცა ჩვენმა ნაკრებმა 57-ე წუთზე ისევ შეძლო დაწინაურება-კვარამ დუბლი გაიფორმა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქართველი მცველების შეცდომით ისარგებლა შეცვლაზე შემოსულმა შენკლენდმა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა-2:2.

მატჩის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდს, ლევან მჭედლიძეს საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური და სამახსოვრო დაფა  სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.  

მატჩის შემდგომი კომენტარები:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "გამარჯვებას ვიმსახურებდით. ყოველთვის დასანანია კომპენსირებულ წუთებზე გოლის გაშვება. ვფიქრობ, ბევრი დადებითი მომენტი იყო ჩვენს დღევანდელ თამაშში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის შედეგი, რასაც ველოდით. მაგრამ, ჩვენ ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ მარტში ძლიერები ვიყოთ. შესაძლოა, ახლა გულდაყწვეტილები ვართ, მაგრამ რამდენიმდე დღეში ან კვირაში, როდესაც კიდევ ერთხელ ვნახავთ და გავაანალიზებთ ამ მატჩს, ბევრ დადებით მომენტს აღმოვაჩენთ, რაც თავდაჯერებას შეგვმატებს".

ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების წევრი): "შედეგით კმაყოფილები არ ვართ. დასანანი ფრე იყო, რადგან ახლოს ვიყავით მოგებასთან. ჩემი აზრით, უფრო მეტს ვიმსახურებდით.

მნიშვენლოვანი თამაში გველის ესპანეთთან. გვახსოვს ის მარცხი, რომელიც წინა შეხვედრაში განვიცადეთ. გვსურს, ჩავიდეთ, დავიცვათ ჩვენი ნაკრების ღირსება და დავატმკიცოთ, რომ უბრალოდ არ გაგვიმართა და ჩვენი დღე არ იყო".

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "თითოქეული ჩვენგანი ცდილობდა, რომ მაქსიმუმი ჩაედო ამ თამაშში, რაც გამოგვივიდა. მატჩი 2:2 დასრულდა, თუმცა შეგვეძლო მოგება და გულშემატკივრის გახარება. ვერ მოვახერხეთ, თუმცა ვეცდებით, რომ მომდევნო მატჩებში კიდევ უფრო მოვუმატო, როგორც მე, ისე მთლიანად ნაკრებმა".

მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 19 ნოემბერს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ვალიადოლიდში გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

საქართველო - შოტლანდია 2:2 (1:0)

თბილისი, „დინამო არენა“

მაყურებელი: 44 595

საქართველო (3-4-2-1): მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი (კალანდაძე 79); კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი (მექვაბიშვილი 70), შენგელია (აზაროვი 72); ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 79), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ზივზივაძე 70)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

შოტლანდია (4-3-3): კლარკი; პატერსონი (რელსტონი 79), პორტეუსი, მაკენა, ტეილორი (არმსტრონგი 79); გილმორი (მაკლინი 47), მაკგრეგორი, მაკტომინეი; მაკგინი, დაიკსი (შენკლენდი 85), კრისტე (ფერგიუსონი 47)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (15), 1:1 მაკტომინეი (49), 2:1 კვარაცხელია (56), 2:2 შენკლენდი (90)

გაფრთხილება: კვირკველია (59), ქოჩორაშვილი (83), კვარაცხელია (90) - პატერსონი (8), კრისტი (37), არმსტრონგი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 16 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ალეკსანდარ სტარევი (ჩრდ. მაკედონია)

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1700856686

საინტერესო ამბები

ალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა

"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...

საქართველო

1700847959

ემიგრაცია

ანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...

საბერძნეთი

1700847575

ემიგრაცია

ნიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა

1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...

ემიგრაცია

1700837199

საქართველო

26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!

26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...

ევროვიზია

1700652744

ბიზნესი

საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს

Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...

ხელფასი