საქართველოს ნაკრების წევრებს უკრაინელმა მოციგურავეებმა ხელი არ ჩამოართვეს

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე უკრაინელმა მოციგურავეებმა სეროვამ და ივან ხობტამ ქართველ დუეტს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას გამარჯვება არ მიულოცეს. თავად უკრაინელებმა ამ ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავეს.
დაჯილდოების ცერემონიაზე მეტელკინა და ბერულავა ბრინჯაოს მედალოსნებს-მარტინ არიონო კენტისა ჩარლზ ლალიმბერტე-ლორანის კანადურ დუეტს ჩაეხუტნენ, შემდეგ კი სეროვასა და ხობტას მიუახლოვდნენ, რათა მეტოქეებისთვის ვერცხლის მედალი მიელოცათ, მაგრამ უკრაინელმა წყვილმა ქართველების მილოცვა არ მიიღეს.
ბერულავა პერმში დაიბადა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2019 წლიდან ასპარეზობს. მეტელკინა ვლადიმირიდანაა და საქართველოს ნაკრებს 2020 წელს შეუერთდა. წყვილი რუს მწვრთნელ პაველ სლიუსარენკოსთან ერთად ვარჯიშობს.
მიმდინარე წლის აპრილში უკრაინამ აუკრძალა თავის სპორტსმენებს მონაწილეობა იმ შეჯიბრებებში, რომლებშიც რუსები და ბელორუსები არიან დაშვებული, მაშინაც კი, თუ ისინი ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ, მაგრამ გადაწყვეტილება ივლისში შეცვალეს.
უკრაინის ჭადრაკის ფედერაცია კიდევ უფრო შორს წავიდა და ეროვნული ნაკრების წევრებს რეკომენდაცია მისცა, თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისგან და არ გადაიღონ ფოტოები რუს და ბელორუს სპორტსმენებთან, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნის დროშით ასპარეზობენ ისინი.
სექტემბრის დასაწყისში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა ასევე გრან-პრის ეტაპი მოიგეს სტამბოლში.
1700856686
საინტერესო ამბებიალ ბანოს უმცროსი ქალიშვილი, ქართულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" შეუერთდა
"ტელეიმედზე" "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში იტალიელი გოგონა გამოჩნდა - მომღერალი ჯასმინ ქარიზი, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ცნობილი ალ ბანოს ქალიშვილია - ექვსი შვილიდან ერთ-ერთი. გოგონა ალ ბ...
1700847959
ემიგრაციაანსამბლმა „ივერიელები“ პირეას თეატრში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ოქტომბერში, საბერძნეთის რესპუბლიკაში, პირეას ისტორიულ თეატრში გაიმართა „Ηγέχορ“ საიუბილეო საღამო, რომელშიც ს...
1700847575
ემიგრაციანიუ-ჯერსიში ღონისძიება - „აფხაზეთი საქართველოა“ ჩატარდა
1 ოქტომბერს, პირველად ამერიკაში, ნიუ-ჯერსის შოთა რუსთველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრისინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „აფხაზეთი საქართველოა“. ღონისძიებაზე გაიხსენეს დაპატივი მიაგეს...
1700837199
საქართველო26 ნოემბერს საბავშვო ევროვიზიის კონკურსი გაიმართება. ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 24 ნოემბერს, იტალიის დროით 20:00 საათიდან!
26 ნოემბერს გაიმართება 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსი. წელს, საქართველოს ევროფესტივალზე პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო...
1700652744
ბიზნესისაქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი 1706.50 ლარს შეადგენს
Wage Indicator Foundation-მა გასული წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოთვალა საქართველოში საცხოვრებლად საკმარისი ხელფასი და ის 1706.50 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ღირსეული შრომი...