ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს -81კგ კატეგორიაში გამოვლინდა ჩემპიონ-პრიზიორები და ტატო გრიგალაშვილმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც რეიტინგის ლიდერია და პირველ ნომრად იყო განთესილი, საწყის ეტაპზე ალბანელი აჩრაფ მოუტი იპონით დაამარცხა, ასევე ვადამდე დაუმთავრა ბრძოლა მეორე წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს, მეოთხედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჩიდ ბორჩაშვილი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა, ორი ვაზარი აართვა ნახევარფინალში სამხრეთ კორეელ ჯონჰვან ლის და ფინალში გავიდა, სადაც უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატია ერთი და იგივე მეტოქე ჰყავს-ბელგიელი მატიეს კასე. ორთობრძოლა გრიგალაშვილის სრული კარნახით წარიმართა და ერთი ვაზარი საკმარისი აღმოჩნდა მეტოქის დასამარცხებლად და ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონობისთვის.

შეგახსენებთ, ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა, ხვალ კი ასპარეზობაში ჩაერთვებიან -90კგ კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები