"ტკივილის მოთმენა არ შეეძლო, აბსოლუტურად ყველა ვარდნაზე ტირილს იწყებდა, ხვიჩას ბავშვივით უყვარს ფეხბურთი – ეს მისი დისნეილენდია" - ლეონიდ სლუცკი ხვიჩა კვარაცხელიაზე

ლეონიდ სლუცკი ხვიჩა კვარაცხელიაზე:

,,როცა ,,რუბინში” მივედი, კვარაცხელია ძალიან ახალგაზრდა იყო. ჩემთვის ეს სერიოზულ გამოწვევად იქცა, რადგან ჩავიბარე გუნდი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. როცა პირველივე ვარჯიშზე ხვიჩას რამდენიმე მომენტი ვნახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს შესანიშნავი არჩევანი იყო.

არ ვიცოდი, როგორ განვითარდებოდა გუნდის ბედი, გავარდებოდა თუ არა, მაგრამ, ვიცოდი, რომ ბრილიანტი მეყოლებოდა, რადგან ასეთი ტალანტის შემჩნევა 5 წუთშია შესაძლებელი. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს, მასსაც ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული თვისებები. პირველ ვარჯიშზე ასეთი მომენტი იყო: ერთმა მოთამაშემ მის წინააღმდეგ იუხეშა, კვარა კი დაეცა და ტირილი დაიწყო. გავიფიქრე: ,,შეუძლებელია, პირველი ვარჯიში და საუკეთესო ფეხბურთელმა, შესაძლოა, ფეხი მოიტეხა, არ ვიცი…” მაგრამ, როცა ერთი წუთის შემდეგ ფეხზე ადგა და ისე გააგრძელა თამაში, თითქოს, არაფერი მომხდარა, სასტვენის გამოყენება მომიწია, რათა მეთქვა: ,,არა, არა! ეს შეუძლებელია! ეს სერიოზული თამაშია, ფეხბურთი კაცების თამაშია და ამისთვის მზად თუ არ ხარ, ეს კარგი არ არის!”

უცნაური სიტუაცია იყო, ტკივილის მოთმენა არ შეეძლო, აბსოლუტურად ყველა ვარდნაზე ტირილს იწყებდა. გარდა ამისა, მან არ იცოდა, როგორ გამოეყენებინა საუკეთესო თვისებები. იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა თავისუფალი სივრცე, მუდამ წინ მიიწევდა – ათი ფეხბურთელის ჩამოშორებას ცდილობდა, ხუთის, ერთის… სულერთი იყო. კვარა, ასევე, კონტაქტების თავიდან აცილებას ცდილობდა, ესეც დიდი პრობლემაა, რადგან როცა ასეთი ფანტასტიკური დრიბლინგი გაქვს, ნიშნავს, რომ დარტყმას ხშირად მიიღებ. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ორი რამ მესმოდა: ,,პირველი – ვიმუშავებ ბრწყინვალე ფეხბურთელთან ერთად, რომლის ნიჭსაც საზღვარი არ აქვს. მეორე – თუ ღმერთმა ერთი შანსი მოგცა, მეორეს არ მოგცემს.” მისთვის სპეციალური პროგრამა შევქმენით, ბევრი ვისაუბრეთ, ინდივიდუალური ვარჯიშები გვქონდა. როცა ტირილს იწყებდა, ვარჯიშიდან გამომყავდა.

ხვიჩას ბავშვივით უყვარს ფეხბურთი – ეს მისი დისნეილენდია. და თუ ტირილს დაიწყებ, ვარჯიშს დატოვებ და ამ დისნეილენდში ვერასდროს მოხვდები.

ეს დიდი სამუშაო იყო და არამხოლოდ მოედანზე. მამამისს ვიცნობ, ძალიან დაეხმარა, ინდივიდუალური თვისებები განუვითარა. მაგრამ, თუ ვსაუბრობთ ხასიათზე, ამ მხრივ ბევრი სამუშაო იყო საჭირო.

და კვარას ძალიან მადლობელი ვარ, რადგან უახლოესი ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი ყველაფერს ტრავმებზე, კონტაქტებზე, ტკივილზე, მოთმინებაზე, ხასიათზე, იმაზე თუ როგორ უნდა გამოეყენებინა საუკეთესო თვისებები. და ვფიქრობ, თუ ახლა სპალეტის ხვიჩას სისუსტეზე ჰკითხავთ, ის, პირველ ყოვლისა, დაცვაზე ისაუბრებს. ახლა ხვიჩა ამ მხრივ სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე მაშინ იყო, როცა მუშაობა დავიწყეთ, რადგან ადრე მისი დაცვითი უნარები ნულს უდრიდა. რაც მთავარია, ახლა მას სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია. ყველა სიტუაციაში ბურთს კარგად ინახავს, და როგორც ფეხბურთელი, სხვა დონეზეა.

მის ყველა თამაშს ვუყურებ, ყოველი მატჩის შემდეგ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ლუჩანო მისი უფროსია, მაგრამ დახმარებას მეც ვცდილობ.”

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რამდენია ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება დღეისთვის და რა თანხა მიიღეს "რუბინმა" და "დინამო ბათუმმა" კვარაცხელიას სანაცვლოდ

🔵„აფხაზებო, ოსებო, ნახევარი რუსეთის დეზერტირები ქართულ პასპორტს იღებენ და აწი თქვენ გადაირჩინეთ თავი“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

🔵რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები