"არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, სხვა არჩევანი აღარ გრჩება" - ირაკლი ოქრუაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, მორიგ მიმართვას ავრცელებს და წერს:
"ნამდვილ ჯოჯოხეთში ვიყავით ორი დღე.
მსგავსი ომი ფილმებშიც არაა ასახული.
50-კაციანი ჯგუფიდან დავკარგეთ სამი უკრაინელი პატრიოტი.
სამარადისო ხსოვნა და დიდება მათ. მსუბუქად დაგვეჭრა ორი წევრი და ერთმა კანტუზია მიიღო.
საიქიოს გავისტუმრეთ 35-მდე რუსეთელი (რუსიც და არარუსიც).
შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ბრძოლა, რომელიც 48 საათი გაუჩერებლად მიდიოდა და კიდევ გრძელდება.
არავის არ სიამოვნებს ადამიანების ხოცვა, მაგრამ როდესაც ბოროტება ომს უცხადებს სიკეთეს, როდესაც რეგრესს სურს პროგრესის განადგურება და დიქტატორს სურს დემოკრატია მოკლას, სხვა არჩევანი აღარ გრჩება ასეთ ბრძოლაში.
რომ არა ერთი უკრაინელი მფრინავი და არტილერისტები, დანაკარგი უფრო მეტი გვექნებოდა.
ასამდე მხოლოდ 152 მმ-იანი ჭურვი გვესროლეს 6 საათში, მაგრამ ვისაც არ ესმის ეს რას ნიშნავს, ადვილად ვერ მიხვდება.
დღის გმირი მაინც ნოდო სიმონიშვილი იყო, რომლის გამბედაობაზე მეტად სითავხედე და ნიჭი ყველამ ერთხმად აღიარა (14 გასროლით 15 ორკი დაადუმა სამუდამოდ).
ყველა ამაყი ვიყავით, როდესაც ჩვენი “სითავხედით” გაკვირვებულები გვიყურებდნენ შვედები, პოლონელები, ჩეხები და მრავალი სხვა.
ბოლოს უკრაინელებმა ძალით გამოგვიყვანეს, დასვენების დრო გაქვთ და ახლა ჩვენი ჯერიაო”, – აღნიშნავს ოქრუაშვილი.
სხვა სიახლეები:
🔵 პოლონელი დედები, უკრაინელი დედებისთვის, საზღვართან საბავშვო ეტლებს ტოვებენ
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...































