"ჩერნობილში უკვე დაფიქსირებულია გამა-გამოსხივების საკონტროლო დონეების გადაჭარბება. მეორე ჩერნობილის გამეორების საფრთხეა, რომლისგანაც ევროპა ჯერ კიდევ იკურნება" - უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო
რუსეთის საოკუპაციო ძალები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და როტაციის საშუალებას არ აძლევენ.
ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
„ოკუპანტები უკვე მეორე დღეა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პერსონალს აკავებენ და ტექნიკური უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებული როტაციის საშუალებას არ აძლევენ.
სადგურის აღება და იქ ნებისმიერი ტიპის სამხედრო ოპერაციების ჩატარება მეორე ჩერნობილის გამეორების საფრთხითაა სავსე, რომლისგანაც ევროპა ჯერ კიდევ იკურნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით გამოწვეული ნიადაგის ზედა ფენის დარღვევის გამო, უკვე დაფიქსირებულია გამა-გამოსხივების საკონტროლო დონეების გადაჭარბება გამორიცხვის ზონაში.
„ამჟამად, მთელი პასუხისმგებლობა ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებაზე, ობიექტის მდგომარეობასა და გამორიცხვის ზონაში სიტუაციის შემდგომ განვითარებაზე ეკისრება დამპყრობლებს.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხე დღეს ევროპისთვის, რადგან ჰიბრიდული ომის დროს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე დამპყრობლების ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება, გადაიზარდოს მორიგ პლანეტარულ ეკოლოგიურ კატასტროფაში“, – განაცხადეს უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.
სხვა სიახლეები:
🔲 Amnesty International: რუსი სამხედროები უკრაინაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს არღვევენ
🔲 უკრაინაში შეჭრის შემდეგ ოკუპანტებმა 2.800 სამხედრო დაკარგეს - ბოლო ორი დღის მონაცემები
1790099517
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...
1790098124
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თ...
1790095730
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირია სწორედ ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი, მზად ვართ დიალოგის აღსადგენად, ჩვენსა და ევროკავშირის ინტერესშია, რომ იყოს კონსტრუქციული დიალოგი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ბელგიის სამეფოს პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ქართულმა...
1790093826
მსოფლიოერდოღანი: ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტურიდან გამორიცხავს, ვერანაირად ვერ გახდება უფრო ძლიერი ან უსაფრთხო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურიდან თურქეთის გამორიცხვა რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. „ევროპა, რომელიც თურქეთს უსაფრთხოების არქიტექტუ...
1790092023
მსოფლიოტრამპი უკრაინაში მიმდინარე ომზე: დროა შეწყდეს ხოცვა-ჟლეტა
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულების პერსპექტივებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება იმაზე მოკლე ვადე...



























