"ხერსონში, 58 ობოლი და შშმ ბავშვი, ერთ თვეზე მეტია, ადგილობრივი ეკლესიის სარდაფში იმალება" - უკრაინის ომბუდსმენი

ხერსონში, 58 ობოლი და მშობლის მზრუნველობას მოკლებული ბავშვი, ერთ თვეზე მეტია, ადგილობრივი ეკლესიის სარდაფში იმალება.

ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, სარდაფში 4 თვიდან 1 წლამდე ბავშვთა სახლის 10 აღსაზრდელია, დანარჩენები 4 წლამდე არიან.

მათ შორის არიან შშმ ბავშვები, რომლებსაც განსაკუთრებული მოვლა და მკურნალობა ესაჭიროებათ.

„ვთხოვ ყველას, ვისაც შეუძლია დაეხმაროს ამ ბავშვების უსაფრთხო რეგიონში გადაყვანაში, არ დადგეს განზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ გაიხსნას და ამოქმედდეს ჰუმანიტარული დერეფანი, რათა ბავშვები საბოლოოდ დაცულები იყვნენ,- წერს დენისოვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარებმა ხერსონი 2 მარტს დაიკავეს.

25 აპრილს დამპყრობლებმა მერიის შენობა დაიკავეს.

ცნობილია, რომ ისინი გეგმავენ „რეფერენდუმის“ გამართვას, ე.წ „ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"მართლა მაინტერესებს, კრემატორიუმის განახლება საქართველოში რამდენ ადამიანს უნდა" - რას წერს მაკა ჩიჩუა

📍გიორგი ფხაკაძე: ესენი აშკარად დაბოლილები არიან - ჯერ მეგონა ხუმრობა იყო, მერე დამატებითი წყაროები, რომ ვნახე ყბა ჩამომივარდა იატაკამდე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791304037

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...

გურამ მაჭარაშვილი

1791299576

ახალი ამბები

ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...

 ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა

1791299385

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია

ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...

შალვა პაპუაშვილი

1791298228

საზოგადოება

„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...

მაკა ბოჭორიშვილი

1791297512

ახალი ამბები

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...

ეთერ ლიპარტელიანი