ომის კვლევის ინსტიტუტი: რუსულმა ძალებმა, ჩაატარეს რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში
ომის კვლევის ინსტიტუტის ბოლო ანგარიშის თანახმად, რუსულმა ძალებმა 21 მარტს რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ განახორციელეს. რუსეთის ძალებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით განაგრძეს ქალაქის დაბომბვა და თავდაცვითი პოზიციების გაძლიერება, მაგრამ მათ არ ჩაუტარებიათ ძირითადი შეტევითი ოპერაციები.
რუსეთის ძალებს ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტევითი ოპერაცია არ განუხორციელებიათ ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების ჩერნიგოვის, სუმისა და ხარკოვის მიმართ.
რუსულმა ძალებმა, ჩაატარეს რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში, მაგრამ არ განუხორციელებიათ შეტევა ხერსონის გარშემო.
- რუსეთის ძალებმა კიევის ჩრდილო-დასავლეთით არ ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები და კიდევ უფრო გააძლიერეს თავდაცვითი პოზიციები.
- რუსულმა ძალებმა არ ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში და ვერ გადაჭრეს ლოგისტიკური საკითხები.
- რუსული ძალები განაგრძობდნენ ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესის მიღწევას და მარიუპოლში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
- რუსმა და მარიონეტულმა ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს .
- რუსეთი წინა ხაზზე დანაკარგების შესავსებად დაბალი მომზადების რეზერვების, მათ შორის საბრძოლო დამხმარე ელემენტებისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან დაბალი მზადყოფნის ქვედანაყოფების განლაგებას აგრძელებს.
- უკრაინის გენერალურმა შტაბის ცნობით, რუსეთი ცდილობს განახორციელოს პროვოკაცია ბელორუსიის ომში ჩასართავად, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ბელორუსის დასავლეთ უკრაინაში შეტევა მოხდეს.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსეთიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ აფრთხილებს, რაც გულისხმობს ბელარუსის ომში ჩართვას. 19 მარტს, ბელარუსმა “რთული სამუშაო პირობების გამო” საელჩოს ევაკუაცია მოახდინა მოლდოვაში. 21 მარტს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) იტყობინებოდა, რომ ბელარუსი ჯაშუში დააკავეს, ვოლინის ოლქში, რომელიც უკრაინის პოზიციებსა და აღჭურვილობას ამოწმებდა. 21 მარტს, ბელარუსის სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ბრესტის რეგიონში, უკრაინის საზღვრიდან 7 კილომეტრის დაშორებით ბელარუსის სამხედრო ტექნიკა შენიშნეს.
21 მარტს, უკრაინის გენშტაბმა პირველად განაცხადა, რომ რუსეთი “პირდაპირი საბრძლო ოპერაციებისთვის” იძახებს რეზერვებისტებს ცენტრალური და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებიდან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის (ГУР) ცნობით, რუსეთის ხელისუფლება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში გაწვევის ასაკს 55-დან 65 წლამდე ზრდის. ამას გარდა, აქტიურად იღებენ 18 წლის სტუდენტებსაც.
ГУР-ის ცნობით, სეპარატისტული რეგიონების ძალებში წვევამდელებს 1970-იანი წლების სამხედრო აღჭურვილობას ურიგებენ.
21 მარტს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ჯარებს უკრაინაში „აუცილებლად ესაჭიროებათ დაზიანებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეკეთება და აღდგენა“. უკრაინის გენერალურმა შტაბმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ამცირებს თვითმფრინავების გამოყენებას და მათ უპილოტო საფრენი აპარატებით ანაცვლებს.
სტატიაში, გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ მასალები.
ასევე საინტერესოა
🔷ისრაელის პრემიერი კიევში ჩასვლას გეგმავს
🔷დაკავებულია ФСБ-ს აგენტი, რომელიც ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა
🔷ომის დაწყებიდან, უკრაინაში 3 780-მდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, სრულად განადგურდა 651 შენობა
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...
1793630102
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...
1793628822
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...






























