"ომის შემდგომ არავინ იმარჯვებს, ყველა იტანჯება...მე ვდგავარ უკრაინელი ხალხის გვერდით" - არნოლდ შვაცნეგერის სოლიდარობა უკრაინელებს

ჰოლივუდის მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს:

"ჩემი ფიქრები ახლა უკრაინელ ხალხთანაა.

რამდენიმე ჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა, მაგრამ მე მჯერა, რომ ახალი ამბები უნდა ფოკუსირდეს იმაზე, თუ რა ხდება ადგილას [უკრაინაში] - ტრაგედიაზე, რომელმაც ყველა ჩვენგანს გული გაუტეხა და უკრაინელი ხალხის სიმამაცეზე, რომელიც ყველას შთაგვაგონებს.

მე საგარეო პოლიტიკის ექსპერტი არ ვარ, ამიტომ ანალიზს ჩემზე ჭკვიან ადამიანებს დავუტოვებ.

მე ვიცი, როგორია გაიზარდო ომის შემდეგ ოკუპირებულ ქვეყანაში, და ვიცი, რომ ომში და მის შემდეგ არავინ იმარჯვებს, ყველა იტანჯება.

ომს აქვს გზა, რომ გაანადგუროს, როგორც გამარჯვებულები, ასევე დამარცხებულები.

მე მყავს უკრაინელი მეგობრები და გულშემატკივრები, ასევე რუსი მეგობრები და გულშემატკივრები, რამდენადაც შემიძლია გითხრათ, არცერთ მათგანს არ სურთ ეს [ომი].

იმედი მაქვს საღი აზრი საბოლოოდ გაიმარჯვებს და ეს არასაჭირო ომი დასრულდება, მანამ, სანამ ძალიან ბევრი ადამიანის დაიღუპება.

მე უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავარ.

ვიზიარებ მათ მწუხარებას და მშვიდობის იმედს.

თქვენ შთამაგონებთ თქვენი სიმამაცით და ადამიანურობით ამ კოშმარის წინაშე, ღმერთმა დაგლოცოთ!", - აცხადებს არნოლდ შვარცნეგერი.

სხვა სიახლეები:

📍"ფანჯრებთან არ მიხვიდეთ, დაიმალეთ სააბაზანოში და დაიფარეთ ისეთი, რამ რაც ნამსხვრევებისგან დაგიცვათ" - კიევის ქუჩებში ბრძოლებია

📍განადგურებულია 3 000-მდე ოკუპანტი და მძიმე ტექნიკა - როგორია გასული ღამის მონაცემები

📍რუსეთმა უკრაინაში მის შეჭრასთან დაკავშირებით გაეროს რეზოლუციას ვეტო დაადო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715978455

საზოგადოება

„ეს იყო უდიდესი საერთო-სახალხო დღესასწაული, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით“ - საპატრიარქო

„უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა...

თბილისითბილისი

1715978003

ახალი ამბები

შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 10:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალუბანი, მ...

შუქი დენი

1715976674

ჰოროსკოპი

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  18 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ეცადეთ, ოჯახის წევრებს და მეგობრებს თქვენი სიყვარული და მზრუნველობა უფრო ხშირად დაანახოთ. ოჯახის მხარ...

horo

1715970174

საზოგადოება

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993 წლის 19 ოქტომბრიდან 1999 წლის 10 დეკემბ...

ავთანდილ ჯორბენაძე

1715966011

საზოგადოება

„ასიათასობით მოქალაქე გამოვიდა, ფაქტობრივად, კონსტიტუციური კანონის პროექტზე რეფერენდუმი შედგა“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო. მცირე პარაკლისი საპატრიარქო ტახ...

პაპუაშვილიპაპუაშვილი