რუსეთი უკრაინაზე თავდასხმის მიზეზს, მცირეწლოვან ბავშვებს პროპაგანდისტული ანიმაციური ფილმით უხსნის

რუსეთის ხელისუფლება ანიმაციის სახით გადაღებულ პროპაგანდისტული ვიდეოს მეშვეობით, ცდილობს აუხსნას რუსეთის მცირეწლოვან ბავშვებს, უკრაინაში სამხედრო თავდასხმის მიზეზები და უკრაინელებს "მოძმე ერად" მოიხსენიებს. 

ვიდეოში გადმოცემულია, კიევზე განხორციელებული თავდასხმის მოსკოვის ვერსია, სადაც აღნიშნულია, რომ ეს  დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დასაცავად მოხდა. 

ვიდეოში ნაჩვენებია სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც კრიზისში ჩართული ქვეყნების შესაბამისი მაისური აცვიათ რუსეთი, უკრაინა, აშშ, გერმანია. 

ვიდეოს შინაარსით:

თავიდან თითქოს, ბავშვები რუსეთი და უკრაინა საუკეთესო მეგობრები არიან, ისინი სულ ერთ მერხთან სხედან და რუსეთი ყოველთვის უფრთხილდება უკრაინას, რომ ვინმემ არ დაჩაგროს.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს უკრაინა ზურგსა აქცევ რუსეთს და მარტო ტოვებს მას.

ამ სცენით თითქოს გადმოცემულია  1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლა და კიევსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება.

შემდეგ ვიდეოში ნაჩვენებია დონეცკის და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონები, სადაც ნათქვამია, რომ:

"უკრაინამ დაიწყო რუსი მოსახლეობის ჩაგვრა, რის გამოც ამ ორ რეგიონს სურდა გამოყოფა და რუსეთთან გაერთიანება, რასაც უკრაინა შეეწინააღმდეგა და ასე  დაიწყო  ომი".

პროპაგანდისტული ვიდეო სრულდება ანტიდასავლური კადრებით, რომლებიც მიმართულია "კარგი" რუსეთისკენ, რომელიც ნებისმიერ კონფლიქტში ყოველთვის "მშვიდობას უჭერს მხარს" . 

"დასავლეთი არ უსმენს რუსეთს, რადგან უკრაინა ყველას ეუბნება, რომ რუსეთს ხალხის მოკვლა სურს.

ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერს მშვიდობას და ღია მოლაპარაკებებს ნებისმიერ კონფლიქტზე" - ნათქვამი რუსეთის ანიმაციურ პროპაგანდისტულ ვიდეოში.

ასევე საინტერესოა

🔵"ერთი მხრივ უკრაინაში დარჩენა და ქმართან ახლოს ყოფნა მინდოდა და მეორე მხრივ 6 თვის შვილის უსაფრთხოებაზე უნდა მეზრუნა"- საბერძნეთში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილის ემოციური ინტერვიუ

🔵უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკება თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება

🔵უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს 10 მარტს შეხვდებიან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784791464

საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა

სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სახელმწიფო მინისტრს, ალვინ თანს შეხვდა. შ...

 მარიამ ქვრივიშვილი

1784789050

საზოგადოება

„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი ვერაზე დაჭრილ ორ ახალგაზრდაზე: ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ამ დროისთვის ორივე არის სტაბილურად. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

კლინიკა „ჰელსიკორის“ აღმასრულებელმა დირექტორმა შმაგი ჭიოკაძემ მედიასთან ორი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც გუშინ, 22 ივლისს, თბილისში, ვერაზე დაჭრეს. მისი განცხადებით,...

„ჰელსიკორის“ აღმასრულებელი დირექტორი

1784787677

საზოგადოება

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს

გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს დღეს გადასცემს. შესაბამისად, კარტოზია 7-თვიანი ლოდინის შემდეგ დიპლომატიურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება. პარალელ...

ალექსანდრე კარტოზია

1784786460

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: გერმანიაში ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, ველოდებით საპასუხო ნაბიჯს, რომ ახალი ელჩი დაინიშნება

ჩვენი ელჩის უფლებამოსილებაში შესვლა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური კონტაქტების, მათ შორის საქმიანი კონტაქტების განახლების კუთხითაც, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობი...

ირაკლი ქადაგიშვილ

1784784718

საზოგადოება

ექიმი ვერაზე სროლის შედეგად დაღუპულ არასრულწლოვანზე: სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის

თბილისში, 22 ივლისს მომხდარი სროლის შედეგად, ერთი არასრულწლოვანი დაიღუპა, სამი პირი კი დაიჭრა. შემთხვევა ვერაზე, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების თქმით, სროლას წინ შელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ოთხი...

ირაკლი ფირცხალეიშვილი