ზელენსკი: თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან ყველაფერს დაკარგავენ

"თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან ყველაფერს დაკარგავენ",- ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის 58-ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა ერმა, ვისაც უკრაინასთან ერთად სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების სჯერა, მათთან ერთად უნდა იბრძოლოს.

"დღეს, რუს სამხედროებზე მითითებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ამოცანა ახლა, თითქოს უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარება და მოლდოვის საზღვართან მისვლაა და თითქოს იქ, მოლდოვაში, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა, თუმცა მართალი გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანი ადამიანების უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, სადაც ადამიანის სიცოცხლე უსარგებლოა.

რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისი იყო, მერე სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ.

რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავს დავიცავთ მანამ, სანამ საჭირო იქნება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის დასამსხვრევად, მაგრამ ყველა ერმა, რომელსაც ჩვენ მსგავსად, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სჯერა, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს.

ისინი უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები ვართ და ვინ არის შემდეგი? თუ ვინმეს, ვინც შეიძლება შემდეგი გახდეს, სურს ნეიტრალური დარჩეს დღეს, რათა არაფერი დაკარგოს, ეს ყველაზე სარისკო ფსონია, იმიტომ, რომ ყველაფერს დაკარგავენ",- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍1 დაღუპული და 27 დაკარგული - რუსეთის თავდაცვის უწყება კრეისერ "მასკვას" ეკიპაჟზე ინფორმაციას პირველად ავრცელებს

📍ავღანეთის ქალაქ ყუნდუზში, ლოცვის დროს, სუნიტთა მეჩეთში აფეთქება მოხდა, რასაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791369672

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - წლევანდელი საპროგნოზო მოსავლის მაჩვენებელი კახეთში არის 320 ათასი ტონა, რაც არის რეკორდი, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს, უკვე 13 800-მა მევენახემ დააბინავა საკუთარი მოსავალი

„რთველი კახეთში არის პიკურ ფაზაში. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან შეისყიდის ყურძენს 22 ლოკაციაზე, მოსავლის დაბინავება ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საქართველოს პ...

ირაკლი კობახიძე

1791368061

ახალი ამბები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტების შეძენა ფინალურ ეტაპზეა - „ვამოროლონის“ მოწოდებაზე მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯვე...

მიხეილ სარჯველაძე

1791367191

სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებს. მსოფლიოს სამგზის (2022, 2023, 2024) ჩემპიონმა შვეიცარიელი...

ტატო გრიგალაშვილი

1791366457

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 7%-მდე გაზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაზე

„მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 7%-მდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მ...

​ვახტანგ ცინცაძე

1791365750

ახალი ამბები

მიხეილ სარჯველაძე: შავ ჭირთან დაკავშირებით არავითარი მიზეზი პანიკისა და ყალბი აჟიოტაჟისთვის არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოში შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი ღონისძიებების გატარების საჭირო...

მიხეილ სარჯველაძე