ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა - მედია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა.

ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ უნგრულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიქტორ ორბანს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე შეხვდა. თავდაპირველად ორბანის პრესსამსახურმა გაავრცელა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინისა და უნგრეთის ლიდერები ერთმანეთს ხელს ართმევენ. უნგრული მედიის ცნობით კი, ზელენსკი ორბანს სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვდა.

სამიტზე ევროკავშირის ქვეყნები ოთხ ჯგუფად შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს.

ზელენსკიმ ორბანთან ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, ავსტრიისა და სლოვენიის ლიდერებთან ერთად გამართა შეხვედრა.

უნგრული მედია წერს, რომ უცნობია, დაეთანხმა თუ არა ორბანი მიწვევას. თუმცა, როგორც მედია წერს, შეხვედრაზე ზელენსკიმ ჩამოთვალა ის შეიარაღება, რაც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სჭირდება, უნგრეთისა და ავსტრიის ლიდერებმა კი მაშინვე განაცხადეს, რომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობა გაუარესდა.

ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ევროკავშირისა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით თავს იკავებს უკრაინის მხარდაჭერისგან.

ორბანმა დასავლეთი და უკრაინის ხელისუფლება რამდენჯერმე გააკრიტიკა, ასევე განაცხადა, რომ მას არ სჯერა ომში უკრაინის გამარჯვების და მოელის, რომ ის ნანგრევებად იქცევა. ორბანის ხელისუფლება ბლოკავდა უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების გადაცემასაც.

ასევე უნგრეთი ჯერჯერობით თავს იკავებს შვედეთისა და ფინეთის NATO-ს წევრობაზე თანხმობის რატიფიცირებისგან.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „წყურვილის მოსაკლავად იძულებული გავხდი საკუთარი შარდი დამელია“ - 94 საათის შემდეგ 17 წლის ბიჭი ცოცხალი  გამოიყვანეს

* საქართველო თურქეთს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მილიონი ლარით დაეხმარება   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1686253094

ემიგრაცია

საქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის  გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...

ზოგადი

1686165381

სპორტი

15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი! 

რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...

wrest

1686147510

ემიგრაცია

რა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა:  „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...

იტალია

1686080217

სპორტი

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...

soccer

1686054294

სპორტი

საფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...

soccer