"იტალიელებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ "მომვლელები!" - ემიგრაციაში დაწერილი 8 წიგნის ისტორია

ემიგრანტობა, ტვირთად ქცეული მძიმე ყოველდღიურობის პარალელურად, თურმე, ღვთისგან მომადლებული ნიჭით ტკბობის შესაძლებლობასაც იძლევა. თუკი, სამშობლოში ყოფნისას, წერის, ხატვის, სიმღერის ან, ნებისმიერი სხვა სფეროს მიმართულებით განვითარების საშუალებას, დროის სიმწირის გამო, ვერ ახერხებდით, როგორც აღმოჩნდა, ემიგრაცია, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, "დაგეგმილ" თავისუფალ დროს აჩენს შემოქმედებით ველზე გამოსასვლელად, რომ საზოგადოების წინაშე, საკუთარი თავის რეალიზება შეძლოთ და მკითხველთა, მსმენელთა, ან მაყურებელთა პირადი აუდიტორია შექმნათ.

"წეროები მიფრინავენ" - დიახ, ExclusiveTV-ის ამ რუბრიკაში ერთიანდებიან რესპონდენტები, რომლებმაც საზოგადოებას ემიგრანტული ცხოვრება სხვა მხრივაც უნდა დაანახვონ, სტიმული და მოტივაცია მისცენ. უცხო ქვეყნებში "გადაფრენილი" ქართველები, ყველასთვის უნდა იყვნენ მაგალითი, რომ სამშობლოში დაბრუნებისას, წეროებივით მოიტანენ, ემიგრანტობით მათში შობილ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ძალას და დაგვარწმუნებენ, სხვა ქვეყანაში მუშაობის პარალელურად, შემოქმედებითად განვითარების შესაძლებლობის არსებობაში. ემიგრაცია განაჩენი არ არის, დატოვო ოჯახი, სამშობლო ფინანსური ვალდებულებების გამო და გადაიხვეწო ცხრა მთას იქით. ემიგრანტობა შესაძლებლობაც არის...

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, სამშობლოდან 15 წლის წინ წამოვიდა. ფიზიკურად დატვირთული ყოველდღიურობის პარალელურად, მან მოახერხა, რომ ემიგრაციაში პოეზიის სამი კრებული და პროზაული ნაწარმოებების ოთხი წიგნი გამოეცა, მეხუთე რომანის წიგნად ხილვას კი მისი მკითხველი რამდენიმე კვირაში შეძლებს. მაგდა გოშნიაშვილი 58 წლის ემიგრანტია და ამჟამად, მილანში იმყოფება. გვიყვება, როგორ გახდა ემიგრანტული ცხოვრების პარალელურად, რვა წიგნის ავტორი და როდის გამოიცემა, იტალიურად თარგმნილი, მისი პირველი რომანი "სიყვარულის ინგრედიენტები", ასევე, საუბრობს ემიგრაციაში ყოფნისას სამშობლოში მიღწეულ წარმატებებსა და უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ შემოქმედებით გეგმებზეც.


- "ემიგრანტული სამსახურის" პარალელურად, წერთ წიგნებსაც, რომლებიც თქვენი იტალიაში ყოფნისას გამოიცა. ადრეც ცხოვრობდით შემოქმედებითად, თუ ემიგრანტობამ დაგაწყებინათ წერა?

- მეოთხე კლასიდან ვწერდი ლექსებს. იმ სკოლაში, სადაც ვსწავლობდით, ერთი ძალიან კარგი ქართული ენა-ლიტერატურის პედაგოგი გვყავდა, რომელმაც თავისუფალი თემის წერის დროს ჩემი განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩინა და თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში მიმიყვანა, სადაც, იყო სტუდია "მთიელი". პიონერთა სასახლის მიერ ორგანიზებულ ნორჩ შემოქმედთა კონკურსებში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას, სექციური მუშაობა მიმდინარეობდა: აფასებდნენ ჩვენს შემოქმედებას, რეცენზიებს გვიკეთებდნენ და ა.შ. ვიხვეწებოდით, როგორც პოეტები.

- როდის განიცადეთ შემოქმედებითი ტრანსფორმაცია და როგორ გადახვედით პოეზიიდან პროზაზე?

- სულ ვწერდი, ვვითარდებოდი, შემდეგ დავოჯახდი და უკვე წერისთვის ნაკლები დრო მრჩებოდა. არც მუზა მომდიოდა. ცხოვრებისეულმა ყოფითმა პრობლემებმა უფრო ჩამითრია, ვიდრე, შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნვამ. იტალიაში 2008 წელს წამოვედი და როგორც იცით, ემიგრაციაში ადამიანს უმძაფრდება ემოციები და ბევრი ისეთიც იწყებს წერას, ვინც არასდროს წერდა შემოქმედებითი მიმართულებით. ანუ, ჩემს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაციაში ჩემი უნარები განვაახლე და წიგნების წერა დავიწყე. იტალიაში დაწერილი პირველი სამი წიგნი, "ამელია", "უცხო მზის ქვეშ" და "დაფანტული ბაბუაწვერები" ლექსების კრებული იყო და როცა საქართველოში ჩავედი, ჩემმა ქალაქმა, რუსთავის დრამატულ თეატრში, სამივე წიგნის პრეზენტაცია მომიწყო. შემდეგ კი მოხდა ისე, რომ მომენტალურად გადავერთე პროზაზე და დავიწყე რომანების წერა. პირველი რომანი გამოიცა სათაურით - "სიყვარულის ინგრედიენტები". წიგნი დამირედაქტირა ზაურ ნაჭყებიამ, რომელიც აღფრთოვანდა ჩემი ნამუშევრით და მისი შეფასება გახდა მოტივაცია წერა გამეგრძელებინა. ასე გამოიცა ჩემი ყველა წიგნი, დიდი შრომისა და ნებისყოფის ხარჯზე. სწორედ, ბატონმა ზაურმა მირჩია ლექსებზე დრო არ დამეკარგა და რომანების წერა გამეგრძელებინა. როგორც ამბობენ, "სიტყვას დიდი ძალა აქვსო" და მეორე რომანი ძალიან მოკლე დროში დავასრულე. მესამე რომანიც დავწერე და წიგნად მქონდა უკვე გამოცემული, რომ ამ სამი წიგნის პრეზენტაციაც რუსთავის თეატრმა მოაწყო. რა თქმა უნდა, ამაზე არ გავჩერებულვარ და 2022 წლის გაზაფხულზე მეოთხე რომანი გამოვეცი, რომლის პრეზენტაციაც, ჯერჯერობით, არ გამიკეთებია, რადგან ველოდები მეხუთე რომანის გამოცემას, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოიცემა. რაც შეეხება ამ ორი წიგნის პრეზენტაციას, დეკემბერში სამშობლოში დაბრუნებას ვგეგმავ და მინდა ბოლო ორი წიგნის საზოგადოებისთვის წარდგენა ჩემს ქალაქში გავაკეთო, ამჯერად, გრანდიოზული საღამოს მოწყობას ვაპირებ.

- თქვენი დაწერილი რომანებიდან, რომელიმეში თუ გაქვთ შეტანილი ავტობიოგრაფიული ფრაგმენტები?

- ჯერ გეტყვით იმას, რომ ინსპირაციის წყარო აუცილებელია წერისთვის. პირველი რომანი, "სიყვარულის ინგრედიენტები" განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ეს იყო ჩემი პირველი შემოქმედებითი ნაბიჯი პროზაში, რომელმაც მომცა სტიმული, სხვა რომანებიც დამეწერა. ანუ, ამ რომანმა მიმახვედრა იმას, რომ მე გამართულად შემიძლია ვწერო მსხვილტანიანი პროზაული ნაწარმოებები. თითქმის ყველა წიგნში, ქვეცნობიერად არის ავტობიოგრაფიული ელემენტები. არ დავმალავ, გულწრფელად ვიტყვი, ამ წიგნის ინსპირაცია იყო ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომლის დაზარალებულიც ვიყავი და ვიცოდი ამ საქმის შიდა სამზარეულო. ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ამბავი გახდა ამ წიგნის დაწერის მოტივაცია და ინსპირაცია. თუმცა, ჩემს გმირებს არანაირი კავშრი არ აქვს ამ კომპანიის თანამშრომლებთან, ეს სრულად ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. წიგნში აღწერიალია, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორის ცხოვრება და ძირითადად, ამ კომპანიის მოტივებზეა საუბარი, ასევე ემიგრანტებზეცაა პასაჟები და ა.შ. ყველა რომანში მყავს პერსონაჟი, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით ასახავს ფაქტებს ჩემი ცხოვრებიდან.

- რას ნიშნავს თქვენთვის ემიგრაციაში ყოფნისას ამგვარი შემოქმედებითი აღორძინება?

- რომ არა ჩემი შემოქმედება და ყოველდღიურად უსასრულობაში ჩაძირვა, ეს 15 წელი აქ ვერც გავძლებდი. ემიგრაციის სიმძიმეს მიმსუბუქებს შემოქმედებითი ცხოვრება. მარტო არ ვარ!

- როგორც ვიცი, შემოქმედებით ცხოვრებაში საკმაოდ საინტერესო წარმატებები გაქვთ...

- შედეგებით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. გარდა რუსთავის თეატრში გამართული შემოქმედებითი საღამოებისა, ჩემს შემოქმედებას თელავმაც უმასპინძლა ზაირა არსენიშვილის სახელობის მუნიციპალურ კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში, სადაც მქონდა ოთხი წიგნის პრეზენტაცია და ასევე, გამოფენილი იყო ჩემი ნაქარგი სურათები. გარდა ამისა, მწერალთა სახლის მხრიდან, დაჯილდოვებული ვარ თამარ დედოფლის ენდალმით. სხვათა შორის, გამომცემლობა ,,წიგნი+ერი"-ს დირექტორი,  ქალბატონი მზია რაზმაძე და ჩემი წიგნის გარეკანზე გამოსახული სურათის მხატვარი, ბატონი, გოჩა ზირაქიშვილი წიგნის ფესტივალზე პრეზენტაციას უწევენ ჩემს მეოთხე რომანს. რაც შეეხება პოეზიას, გოჩა ჭაბუკაიძემ ჩემს ლექსზე "ჩემო მესია" შექმნა სიმღერა, რომლის პრეზენტაციაც შედგა რუსთავის, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში.

- რომ არა ემიგრაცია, შემოქმედებითი ცხოვრებით ტკბობის დრო გექნებოდათ?

- დარწმუნებული ვარ, რომ 8 წიგნს კი არა, 8 გვერდს ვერ დავწერდი, რადგან, როცა ჩემს ქვეყანაში მივდივარ, თავიდან ბოლომდე საოჯახო საქმეებზე და ახლობლებთან კომუნიკაციაზე ვარ გადართული. ვერ ვიცლი წერისთვის, ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ რამე დავწერო, წიგნზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ემიგრანტს აწერინებს დრო, რომელშიც იკარგება. დარწმუნებული ვარ, არც ერთი წიგნი არ მექნებოდა, რადგან, რასაც ბავშვობაში ვწერდი, ყველაფერი დამეფანტა. ემიგრანტული მარტოობა გაპოვნინებს დროს, რომ საკუთარი თავი იპოვო.

- როგორც ვიცი, თქვენ აპირებთ საავტორო წიგნების იტალიურ ენაზე თარგმნას... საიდან გაჩნდა ეს იდეა და რა ეტაპზეა პროცესი?

- დიახ, ნამდვილად! ჩემი წიგნები საქართველოს გამომცემლობაში იბეჭდება და შემდეგ, ფოსტით მიგზავნიან. ამანათები მომდიოდა ოჯახში, სადაც ვმუშაობდი და იტალიელებმა მითხრეს: "ამდენი წიგნი რატომ გამოგიგზავნესო?", ვუთხარი, რომ ჩემი დაწერილი წიგნები იყო და მოვუყევი ყველაფერი. დაინტერესდნენ და ბებიას შვილებმა ერთ დღეს მთხოვეს, რომ გადამეთარგმნა მათთვის, მეც ასე მასწავლებელივით ვიდექი და მთელი წიგნი გადავუთარგმნე. სხვათა შორის, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, რომ წიგნების თარგმნა კარგი იქნებოდა. "გამოეცი წიგნები და ჩვენს სამეგობროში გავუწევთ რეალიზაციასო", ასევე, მითხრეს, რომ შემეძლო ჩემი წიგნები, რომელიც იტალიურად იქნებოდა თარგმნილი, წიგნების მაღაზიაში მიმეტანა და იქ დამედო. ამიტომაც, გადავწყვიტე ჩემი რომანები თარგმნილიყო იტალიურად. მინდა, ქართველების შესაძლებლობები ყველამ გაიცნოს და მხოლოდ "ბადანტეებად" არ აღგვიქვან. ჩვენ არ ვართ მხოლოდ "მომვლელები!", ეს უნდა იცოდნენ იტალიელებმა. ბევრად მეტი უნარები გაგვაჩნია, ბევრად მეტი გონებრივი, თუ ფიზიკური შესაძლებლობა გვაქვს, ვიდრე, მათ ჰგონიათ. პირველ რიგში, ვგეგმავ, ჩემი პირველი წიგნი, "სიყვარულის ინგრედიენტები" ვათარგმნინო იტალიურად. პროფესიონალი თარჯიმანი მინდა მოვძებნო, რომ საინტერესო გამოვიდეს წიგნის იტალიური ვერსიაც.

- კარგია, რომ ემიგრაციაში შემოქმედებით ცხოვრებას ეწევით და საკმაოდ წარმატებულადაც საქმიანობთ, მაგრამ საქართველოში დაბრუნებაზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, მე სულით ხორცამდე ქართველი ვარ და ევროპაში ცხოვრებას ვერ შევეგუები. მიკვირს, რატომ დავრჩი აქ 15 წელი?! თუმცა, მქონდა მიზეზები, რაც მაკავებდა. საქართველოში რამდენად ცუდი პოლიტიკური, ან ეკონომიკური ვითარებაც არ უნდა იყოს, მაინც უნდა დავბრუნდე!

მზეკო ჟვანია - იტალია/რომი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1728991998

სპორტი

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ყოფილი თანაგუნდელები ზურიკო დავითაშვილზე

„შრომაჰოლიკი, დიდი პოტენციალით“ - ასე ახასიათებენ „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევ ნახევარმცველს მისი ყოფილი თანაგუნდელები „ბორდოდან“. „მან გაიბრწყინა ჩემპიონატის ბოლო მატჩში ოსერთან და ბომბარდირთა დავაშ...

 ზურიკო დავითაშვილი

1728990630

სოციალური მედია

„დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე“ - კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ელენე მეგრელიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ნიკა მელია ავრცელებს და გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება.  „გვაქვს უმძიმესი დღეები,...

ელენე მეგრელიშვილი

1728988114

საზოგადოება

ლევან და შენონ ჩერტკოევები შვილს ელოდებიან

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის ყველაზე ექსტრავაგანტური წევრის, გოჩა ჩერტკოევის შვილის ქორწილმა, რომელიც იანვარში შედგა, ყველა აალაპარაკა. ლე­ვან ჩერ­ტკო­ე­ვის რჩე­უ­ლი შე­ნონ ნი­ლია. ოჯახმა, რომელიც...

ლევან და შენონ ჩერტკოევები

1728984125

ახალი ამბები

სამოქალაქო აქტივისტი გურამ აბულაძე გარდაიცვალა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“ თავმჯდომარე გურამ აბულაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ.  „გიგა.... ასეთი ნიჭიერი, მიზანდა...

გურამ აბულაძე

1728980590

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17-18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი,...

აა