როგორ აღმოჩნდა რომის ერთ-ერთ მსხვილ სააფთიაქო ქსელში ქართველი ფარმაცევტი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ თამარ ახვლედიანთან

ExclusiveTV განაგრძობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საინტერესო ქართველების აღმოჩენას და ფართო საზოგადოებისთვის მათ გაცნობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, მართლაც შემთხვევითი აღმოჩენაა და მისი დებიუტი აქ, ExclusiveTV-ზე შედგება.

თუკი რომელიმე თქვენგანი, რომის ერთ-ერთ უბანში, Via Fonte Buono-ს ქუჩაზე მდებარე აფთიაქში მოხვდებით, სააფთიაქო მომსახურებას ქართველი ფარმაცევტი, თამარ ახვლედიანი გაგიწევთ. ეს ხომ როგორი ემოციური ამბავია ახალბედა ემიგრანტისთვის (ჩემთვის), მაგრამ, როცა ინტერვიუზე დამთანხმდა, ძალიან საინტერესო რამ გავიგე:

სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველების მიერ, საქართველოს კულტურისა, თუ ისტორიის პოპულარიზაცია ახლა შესაძლოა, არც არავის გაუკვირდეს, მაგრამ მაშინ, როდესაც საქართველოში, ჯერ კიდევ, “ბნელი 90-იანები” იდგა, აქ, იტალიის დედაქალაქში ერთმა ქართველმა გოგონამ, უცხო ქვეყანაში დედისგან სახსოვრად წამოღებული ქართული ხალხური ზღაპრები, იტალიურ ენაზე თარგმნა და წიგნად გამოსცა.

რასაკვირველია, დავინტერესდით, ვინ არის თამარ ახვლედიანი და როგორ მოხვდა ქართველი ფარმაცევტი იტალიის ერთ-ერთ მსხვილ სააფთიაქო ქსელში?! მის შესახებ არაერთ საინტერესო ამბავს, უფრო დეტალურად, ჩვენი რესპონდენტისგან გავიგებთ:

- საქართველოში, თბილისში დავიბადე. 55-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი, შემდეგ დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი. უნივერსიტეტიდან ხშირად დავდიოდით სხვადასხვა ქვეყნებში. 1989 წელს გერმანიაში ვიყავი, როცა ჩემი მეუღლე გავიცანი. თითქმის სამი წლის მანძილზე ხან ის ჩამოდიოდა საქართველოში, ხან მე მოვდიოდი რომში. 1992 წელს კი, საბოლოოდ გადავწყვიტეთ ოჯახი შეგვექმნა. ჩვენი შვილებიც აქ, რომში დაიბადნენ. უკვე სტუდენტები არიან, უფროსი მილანში, მარკეტინგულ ფსიქოლოგიას სწავლობს, უმცროსი კი რომში, მარკეტინგულ დიზაინს.

- მაშინ, როგორ შეეწყვეთ გარემოს, სადაც, თქვენი ქვეყნისგან რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგია, კულტურა და წესები იყო?

- რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი რთული იყო, მაგრამ მალევე ავუწყვე ფეხი აქაურობას. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, რომ წამოვედი და ალბათ, ამ ფაქტორმა უფრო გამიმარტივა აქ ყოფნა. თუმცა, შენი სამშობლო სულ გენატრება ადამიანს, სულ გეფიქრება, ვერ დაივიწყებ ამ სიყვარულს, ეს შეუძლებელია! მივეჩვიე, სამსახური, ოჯახი, შვილები და წლებმაც მალე გაირბინეს…

- თქვენი შვილები, თუ იცნობენ დედულეთს?

- ძალიან მოსწონთ საქართველო, ჯადოსნური ლტოლვა აქვთ ჩემი სამშობლოს მიმართ. მოსწონთ ის, რასაც ვუყვები საქართველოზე, მის ისტორიაზე, კულტურაზე, ჩემს წინაპრებზე… განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ საქართველოს მიმართ. ყველას უყვებიან ამის შესახებ, “ეს, დედაჩემის სამშობლოაო”, ასე ამბობენ.

- ქართულად ლაპარაკობენ?

- ჩემს შვილებს ქართული ესმით, თუმცა, ჩემი ბრალია, რომ ვერ ლაპარაკობენ. კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიას, კულტურას… საქართველოში ხშირად, თითქმის, ყოველ წელს დავდივართ, ჩემებიც წლის განმავლობაში რამდენჯერმე ჩამოდიან ხოლმე. ჩემს შვილებს დღემდე ვუხსნი ქართველი ერის წეს-ჩვეულებებს, ვაცნობ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას, მდგომარეობას…

- თუ იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია და რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე, თუ აქვთ პროტესტი?!

- რა თქმა უნდა იციან! ყველაფერი ძალიან კარგად იციან და მეუბნებიან, რომ ყველანი საქართველოში უნდა წავიდეთ საცხოვრებლად! ყოველდღიურობაში აინტერესებთ ყველაფრის ნახვა, რასაც ვუყვები.

- მოდით, პროფესიულ გზაზე ვისაუბროთ: როგორ მოხვდით რომის ერთ-ერთ მსხვილ სააფთიაქო ქსელში?

- როცა იტალიაში ჩამოვედი, ჩემს დიპლომს არანაირი ძალა ჰქონდა აქ. ყოველთვის მინდოდა ფარმაცევტი ვყოფილიყავი და რომის უნივერსიტეტის სწორედ, ეს ფაკულტეტი დავამთავრე. ამის შემდეგ, ჩემი რეზიუმე გავამზადე და წარვადგინე ამ აფთიაქში. ამის მიხედვით, მალევე მოხდა ჩემი შერჩევა და უკვე, 20 წელზე მეტია აქ ვმუშაობ. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტი აქ დავამთავრე, კარგად ვიცოდი იტალიელების ხასიათის, კულტურისა და საერთოდ ყველაფრის შესახებ. იტალიელებს უკვე მიჩვეული ვიყავი. დანარჩენი მოიტანა პრაქტიკამ. ჩემს ქართულ დიპლომსაც გავუკეთე აქ გათანაბრება, მაგრამ მაინც, უფრო მომწონდა ფარმაცევტული და საბოლოოდ, ამ პროფესიულ გზაზე სიარული გადავწყვიტე.

- როგორ ფიქრობთ გაგიმართლათ?

- რა თქმა უნდა! იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს, რისთვისაც ვისწავლე და რომელიც ძალიან მართობს. არაჩვეულებრივი კოლეგები მყავს. მათ იციან საიდან მოვდივარ, რამდენად დიდი ისტორიისა და კულტურის მქონეა ჩემი ქვეყანა. ბევრმა იცოდა, ვინც არ იცოდა მათ გავაცანი ჩემი საქართველო, მაგრამ ცოტა დრო გვაქვს რომ ვესაუბრო და ქართული დღეები მოვაწყო მათთვის.

- სხვათა შორის, იტალიაში ერთ-ერთ, საკმაოდ დაფასებულ სფეროში მუშაობთ…

- გეთანხმებით. ახლა ფარმაცევტი თითქმის ექიმთან არის გათანაბრებული. უამრავი დავალების შესრულება გვიწევს. მით უფრო, პანდემიის შემდეგ. ვაკეთებთ ტესტებს, ვაქცინებს, ელექტრო-კარდიოგრამას, ანალიზებს… ბევრი სერვისი მოგვაბარეს.

- ალბათ, უამრავი მოგონება გაკავშირებთ საქართველოსთან, მათგან, ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია?

- მართლაც, ძალიან ბევრი მოგონება მაქვს დაგროვილი ჩემს სამშობლოზე, მაგრამ ერთი განსაკუთრებული ამბავი უნდა მოგიყვეთ: როცა საქართველოდან წამოვედი, დედაჩემმა ქართული ხალხური ზღაპრების კრებული გამომატანა. “შვილები, რომ გეყოლება, ქართულად წაუკითხე ზღაპრებიო”. რომში ჩამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ, ეს წიგნი გადავთარგმნე იტალიელი ბავშვებისთვის და გამოიცა ქართული ზღაპრების იტალიური ვერსია, რომელიც დღემდე იყიდება მაღაზიათა ქსელებში. მაშინ, მსგავსი რამ აქ, უპრეცედენტო შემთხვევა იყო - ქართული ზღაპრების პირველი იტალიური წიგნი, რომელიც “რუსკონი ლიბრიმ” 1993 წელს გამოაქვეყნა. სხვათა შორის, დღემდე იყიდება და ხელმისაწვდომია, როგორც მაღაზიათა ქსელებში, ასევე, “ონლაინ-მარკეტებშიც”.

- დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორია თქვენი სამშობლო, რომელთანაც, თითქმის 30 წელია ყოველდღიურობა აღარ გაკავშირებთ?

- გულის კუთხეში, სულ მისკენ მივისწრაფვი, სულ მაინტერესებს რა ხდება იქ, როგორ ცხოვრობს ხალხი, რა უჭირთ, რა ულხინთ, რა პოლიტიკური მდგომარეობაა?! ყოველთვის ბედნიერი ვარ, როცა საქართველოზე საუბრობენ. სამწუხაროდ, ახლა ვეღარ ვიგებ, როგორია საქართველო…

- სამშობლოში დაბრუნებაზე თუ გიფიქრიათ?!.

- ცხოვრებამ რომ მომცეს ამის შესაძლებლობა, დღესვე გადავიდოდი საქართველოში საცხოვრებლად. დიახ, ვიცხოვრებდი დღევანდელ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რთული მდგომარეობაა იქ! გული მწყდება ამ ყველაფერზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქართველ ერს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა. ჩვენ, ქართველები უნიჭიერესი ერი ვართ, ქვეყნიდან ისე აქტიურად მიდიან ახალგაზრდები, როგორმე უნდა შეჩერდეს ეს პროცესი, როგორმე უნდა გავერთიანდეთ! ჩვენ ვიმსახურებთ ბედნიერებას - ერთიან  ქვეყანაში მშვიდ ცხოვრებას!

მზეკო ჟვანია

იტალია|რომი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790795032

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობოს გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია

„არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია“, - ამის შესახებ საპ...

ირაკლი კირცხალია

1790791981

ახალი ამბები

გენადი არველაძე: CAREC-ის სავაჭრო პალატების ალიანსი, კერძო სექტორს დაეხმარება, უფრო აქტიურად განახორციელოს ბიზნესპროექტები შუა დერეფანში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ CAREC-ის (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა) მინისტრთა 25-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ბიზნესფ...

გენადი არველაძე

1790789585

ახალი ამბები

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

თბილისის საკრებულო მსოფლიოს მასშტაბით ოქტომბერში დაგეგმილ ღონისძიებებს უერთდება, რომლის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა. კამპანია „ვარდისფერი ოქტომბერი“ უკვე წლებია ძუძუს კიბოს...

თბილისის სატელევიზიო ანძა ვარდისფრად განათდა

1790786811

ახალი ამბები

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე: 2027 წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მიმართულებით

„დღეს პარლამენტს წარედგინა 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი. პირველად ვარიანტში ასახულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით და მთავრობის გაცხადებული პოლიტიკის ნაწილში გათვალისწინებულია,...

ზოგადი

1790785017

ახალი ამბები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თან...

მარიამ ქვრივიშვილი