აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ პირბადე აღარ ატარონ

აშშ-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ნიღბის ტარება აღარ მოეთხოვებათ. მათ  გარე სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა.

„ყველას, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს,  შეუძლია მონაწილეობა მიიღოს  ნებისმიერ აქტივობაში როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში, ნიღბისა და სოციალური დისტანციის გარეშე “, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

ჯო ბაიდენმა ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. პანდემიისგან  დაღლილი ხალხისთვის შეიძლება ეს დიდი სტიმული იყოს.

„გაიკეთეთ ვაქცინა ან ატარეთ ნიღაბი ვიდრე არ აიცრებით. ან აცრილი ხარ ან პირბადიანი. აიცერით! თუ თქვენ ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული გაქვთ და შეგიძლიათ პირბადე მოიხსნათ, ე.ი. თქვენ გაქვთ უფლება გააკეთოთ ის, რითაც ამერიკელები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი –  მიესალმოთ ადამიანებს ღიმილით”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ქვეყანაში ვაქცინაციის დაჩქარებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო: ვირუსის შემთხვევები სექტემბრის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა.

გასული აპრილის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

ტესტის დადებითი პასუხების რაოდენობა კი პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

დღეისათვის დაახლოებით 154 მილიონ ამერიკელს, მოსახლეობის 46%-ზე მეტს, მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა და 117 მილიონზე მეტი სრულად არის აცრილი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715012905

ახალი ამბები

გორში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ხოლო ბავშვი დაშავდა

 გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, ხოლო ბავშვი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ტინისხიდის სასაფლაოზე ერთ-ერთი ავტომობილი...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1715008883

სოციალური მედია

„ნაკერების მოხსნის შემდეგ დაიწევს” - რა ოპერაცია გაიკეთა თამო ვაშალომიძემ

 მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე აქტიურად იყენებს ტიკ-ტოკ პლატფორმას ყოველდღიური ვლოგებისა თუ სიახლეებისთვის. ამჯერად თამო საზოგადოებას მიმართავს და განმარტავს, თუ რატომ გაიკეთა ოპერაცია და რა პ...

თამო ვაშალომიძე

1715008611

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

1715001492

მსოფლიო

როგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...

წვიმააა

1714995850

სოციალური მედია

რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...

ნუცა