ჩეხეთში, ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოაქალაქეა

ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა, ამერიკელ და ქართველ სპეციალისტებთან ერთად, იანვრის დასაწყისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

მათი დაკავების კადრები ჩეხეთის პოლიციამ გაავრცელა. ცნობაში არ არის ნახსენები დაკავებულთა ვინაობა. ნათქვამია, რომ ერთ-ერთი არის ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს აშშ-ის ტერიტორიაზე მის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, არსებული ინფორმაციით, რომელიც მის დაცვის უფროსთან, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დააკავეს.

პოლად ომაროვი არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერ იძებნებოდა წითელი ცირკულარით. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პოლად ომაროვი, ორ თანამზრახველთან რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად თეირანის მიერ მხარდაჭერილი არშემდგარი შეკვეთილი მკვლელობის და ფულის გათეთრებისთვის არის ბრალდებული.

„მათი მსხვერპლია ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები ჟურნალისტი, ავტორი და უფლებადამცველი, რომელმაც გაასაჯაროვა ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის და პოლიტიკური პროტესტის გამოხატვის, მათ შორის, მთელ ირანში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ჩახშობის ფაქტები“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715436509

ახალი ამბები

ქაშვეთის ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება - საპატრიარქო

 ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო, ტაძარი საპროტესტო აქციების დასრულებამდე ღია აღარ იქნება და ღამით, ჩვეულ დროს დაიკეტება. ამის შესახებ განცხადებას საქარ...

ქაშვეთის ეკლესია

1715432697

სოციალური მედია

ნუცა ბუზალაძე „ევროვიზიის“ ფინალში 24-ე ნომრად წარდგება

 საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2024-ზე ნუცა ბუზალაძე დღეს ევროვიზიის ფინალში იმღერებს, სადაც, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ის 24-ე ნომრად წარდგება. ევროვიზია 2024-ის ფინალი 11 მაი...

ნუცა ბუზალაძე

1715429544

სოციალური მედია

ეზოტერიკოს მარიამ ციმინტიას წინასწარმეტყველება „ევროვიზია 2024“-ზე - „ვუგზავნი ბევრ ენერგიას“

ეზოტერიკოსი მარიამ ციმინტია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ევროვიზია 2024“ საქართველოს წარმომადგენლის, ნუცა ბუზალაძის კონკურსში გამარჯვებას წინასწარმეტყველებს. როგორც მარიამ ციმინტია წერს, დარწმუ...

მარიამ ციმინტია

1715428226

ახალი ამბები

„ნაცზე“ უფრო ამორალური ალბათ არავინ და არაფერი არსებობს“ - ნინო წილოსანი უჩა აბაშიძის საქმეზე

„ნაცი“ უნდა იყო ასეთი ამაზრზენობა რომ იკადრო. რამ უნდა გაიძულოს საკუთარი ცოლი პირადად გამოიყენო კომპრომატების შექმნაში და კიდე ხმას რომ იღებენ ქალების უფლებებზე ეს უგარყვნილესი ხალხი!!! არ გაბედოთ ქალ...

პოლიტიკოსი

1715428136

სოციალური მედია

თამო ვაშალომიძე ქალიშვილის უსაყვარლეს კადრებს ავრცელებს - „დაბადების დღეზე მიდის“

მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია. იგი ხშირად გვიზიარებს შვილების, მეუღლის და ოჯახის ყოველდღიურ კადრებს.  ამჯერად თამო შვილთან, სოფიასთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს....

თამო ვაშალომიძე