დონალდ ტრამპი: ბაიდენის ადმინისტრაციას ვაქცინების შექმნასთან არაფერი აქვს საერთო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ვაქცინების შექმნის საკითხში მისი ადმინისტრაციის დამსახურება საკმარისად აღიარებული არ არის.

„ვაქცინების წყალობით, რომლის შექმნაც მე და ჩემმა ადმინისტრაციამ დავაჩქარეთ, ჩვენ ახლა პირბადის ტარება აღარ გვჭირდება. ნუთუ წარმოუდგენელი არაა, რომ ჩვენს სახელს არც კი ახსენებენ? ვაქცინების გარეშე, მსოფლიო 1917 წლის „ესპანური გრიპის“ მსგავსი სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებოდა, როდესაც 100 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. ვაქცინების წყალობით, რომელიც რეკორდულ დროში შევქმენით, მსგავსი რამ არც მოხდება. უბრალოდ გვახსენეთ, გთხოვთ! ბაიდენის ადმინისტრაციას ვაქცინების შექმნასთან არაფერი აქვს საერთო. მათ მხოლოდ ვაქცინების განაწილების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ისედაც კარგად მუშაობდა!“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

13 მაისს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს, რომ სრულად ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

„მეცნიერება მკაფიოა ამ საკითხზე: თუ თქვენ სრულად ხართ აცრილი, თქვენ დაცული ხართ და შეგიძლიათ დაიწყოთ ისეთი საქმის გაკეთება, რისი გაკეთებაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ”, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა, როშელ ვალენსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715008611

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ინაუგურაციას“ არ დაესწრება. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაც...

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს სამხედრო დახმარებას სთხოვს

1715001492

მსოფლიო

როგორ ამინდს ვარაუდობენ 7 მაისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 6 მაისის დღის ბოლოდან 7 მაისის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, აღმოსავლეთ სა...

წვიმააა

1714995850

სოციალური მედია

რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს სიახლეებს. ნუცა საქართველოს სახელით „ევროვიზიაზე“ მონაწილეობს. Firefighter - ასე ჰქვია 2024 წლის საქართველოს საკონკურსო სიმღერას, რომლ...

ნუცა

1714995762

სოციალური მედია

თაკო ნაცვლიშვილი უახლეს ფოტოებს აქვეყნებს

წარმატებული ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილი „ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიურ სიახლეებს. ამჯერად თაკო ოჯახური ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს, სადაც დედასთან, ნინა ცქიტიშვილთან და...

თაკო ნაცვლიშვილი

1714995551

ახალი ამბები

გურამ გვასალია და ამერიკელი რეპერი doja cat ერთად გამოჩნდნენ

ქართველი დიზაინერი გურამ გვასალია „ინსტაგრამზე“ უახლეს, პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ამერიკელ რეპერ doja cat-თან ერთად ვხედავთ. მათ ერთად გამოჩენას, საზოგადოებისგან დიდი ინტერესი და უამრავი კითხვ...

გურამ გვასალია