გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია დღეს, ჟენევაში გაიხსნება

დღეს, 27 თებერვალს ჟენევაში იწყება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ყოველწლიური სესია, რომელიც თვეზე მეტხანს, 4 აპრილამდე იმუშავებს.

სესიის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა რუსეთის ფართომასშტაბიაში შეჭრის შემდეგ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ომის დანაშაულის სავარაუდო ფაქტები და მათი გამოძიება.

სპეციალური კომისია საბჭოს წარუდგენს პირველ წერილობით ანგარიშს.

უკრაინის შესახებ მოხსენებას წარმოადგენს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც.

სააგენტო "ფრანს პრეს"-ის ცნობით, გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა საიმონ მენლიმ განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიამ გაეროს გენერალური ასამბლეის მსგავსად უნდა აჩვენოს, რომ მსოფლიო უკრაინის გვერდით დგას.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წლევანდელ სესიაზე დაგეგმილია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი რიაბკოვის გამოსვლა. გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის, ევგენია ფილიპენკოს განცხადებით, რუსეთი საბჭოს სხდომათა დარბაზში ადგილს არ იმსახურებს, ამიტომ, შესაბამისად იმოქმედებენ.

გასულ წელს, სესიაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ონლაინ გამოსვლის დროს, დარბაზი დატოვა დელეგატების დიდმა ნაწილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779812131

საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია: ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურაში გარდამავალი ავტორიტარიზმი

ამ საუკუნეში, თუ ქვეყნის გადარჩენა და დამოუკიდებლობის მოპოვება ვინმესთან ასოცირდება, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც, ფატალური რისკების მიუხედავად, ქართველ ხალხთან ერთად დაამარცხა ცხრაწლიანი, დიქტატურ...

ბაჩო ოდიშარია

1779811033

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „თქვენი ეროვნული დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მეძლევა შესაძლებლობა, თქვენს აღმატებულებას...

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი

1779810212

საზოგადოება

პაატა სალია: თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე არცერთ სხვა სიკეთეს არ აქვს მნიშვნელობა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იუსტიციის სამინისტრო ზუგდიდში აღნიშნავს. ადგილზე იმყოფება იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობ...

პაატა სალია

1779809308

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე და ტახტის მემკვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს დამოუკიდებლობის...

მიხეილ ყაველაშვილი

1779807920

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მის აღმატებულებას, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავში...

იაპონიის იმპერატორი ნარუჰიტო